reportiori.ge - რამაზ საყვარელიძე: აღმოსავლეთ საქართველოში ბუნებრივი აირის საბადოს არსებობის შანსი დიდია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:39
საზოგადოება
რამაზ საყვარელიძე: აღმოსავლეთ საქართველოში ბუნებრივი აირის საბადოს არსებობის შანსი დიდია
ავტორი:
04 თებერვალი, 2016. 14:19


შანსი, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ბუნებრივი აირის საბადო იყოს, დიდია", - ამის შესახებ პოლიტოლოგი რამას საყვარელიძე საუბრობს, თუმცა აქვე აცხადებს, რომ რთული სათქმელია, ტექნიკურად რამდენად მოხერხდება აღმოჩენილი ენერგომატარებლის მოპოვება.


ამის შესახებ საყვარელიძე „რეპორტიორს" ესაუბრა და აქვე დასძინა, რომ თუკი საქართველო შეძლებს თავის ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის მოპოვებას, აზერბაიჯანისგან გაზს აღარ შეისყიდის და მხოლოდ ტრანზიტის ფუნქციას შეითავსებს. ეს კი, საყვარელიძის თქმით, მომგებიანი იქნება როგორც საქართველოსთვის, ისე აზერბაიჯანისთვის. 

 

„ბუნებრივ აირთან ერთად, ნავარაუდევია, რომ საქართველოში ნავთობის საბადოებიც არის. ინგლისელები იყვნენ ჩამოსულები და მუშაობდნენ დიდხანს, მაგრამ დიდი წარმატებით ვერა. ერთ-ერთი პრობლემაა ის, რომ ნავთობი შერეულია წყალთან, რაც დამატებით ხარჯებს ითხოვს მისი დასუფთავებისთვის. შესაძლოა, ანალოგიური პრობლემაა გაზთან დაკავშირებითაც. ჩვენ რეგიონში ორივე ენერგომატარებლების დიდი რესურსებია. შანსი, რომ გავრცელებულ ინფორმაციაში სიმართლე იყოს, დიდია. ტექნიკურად რამდენად მოსახერხებელია ამ საშური ენერგომატარებლების მიღება, ძნელი სათქმელია.

 

თუკი მოხერხდება აღნიშნული ენერგომატარებლების მოპოვება და როგორც შიდა მოხმარებისთვის გამოყენება, ისე ექსპორტზე გატანა, ეს პრობლემას ვერ შექმნის, რადგან, თუკი აზერბაიჯანის ენერგომატარებლები ჩვენთვის ზედმეტი აღმოჩნდება, ჩვენ ტრანზიტის ფუნქციას შევასრულებთ. ისინი ბაზარს იპოვიან ჩვენი გავლით და არა ჩვენთან. ამ მხრივ, მგონი, ჩვენთვისაც უფრო ხელსაყრელი იქნება და შესაძლოა, აზერბაიჯანისთვისაც უფრო მომგებიანი იყოს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016