reportiori.ge - დენის დავითაშვილი: კახაბერ ერაძე ავრცელებს ცრუ ინფორმაციას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:46
საზოგადოება
დენის დავითაშვილი: კახაბერ ერაძე ავრცელებს ცრუ ინფორმაციას
ავტორი:
04 თებერვალი, 2016. 13:48


3 თებერვალს პირველი ინსტანციის თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ ბ-მა თამაზ ურთმელიძემ გამოაცხადა სასამართლო გადაწყვეტილება მოსარჩელე კახაბერ ერაძის, მოპასუხე დენის დავითაშვილის საქმეზე.

 

„კახაბერ ერაძის მიერ მოთხოვნილი 3 სასარჩელო მოთხოვნის 22 პუნქტიდან მოსამართლემ მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა 7 პუნქტი. კ. ერაძეს უარი ეთქვა მე-3 მოთხოვნის - სახელმწიფო ბაჟის მოპასუხის, ანუ ჩემს მიერ გადახდის დავალებაზე.

 

მაშინ როდესაც მოსამართლე თ. ურთმელიძეს ჯერჯერობით არ გამოუცია სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც გამოქვეყნდება 3 თებერვლიდან 20-30 დღის შემდეგ და მხარეებს  უფლება აქვთ, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის განმავლობაში მიმართონ სააპელაციო სასამართლოს, კ. ერაძე 3 თებერვალს Facebook-ით ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, რომ ვითომდაც მოსამართლე თ. ურთმელიძემ დაასრულა სასამართლო პროცესი და პროფესიული განათლების პროფესიული კავშირის თავმჯდომარეს დ. დავითაშვილს მთლიანად დააკისრა მის მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული კ. ერაძის პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის საჯარო უარყოფა.

 

კ. ერაძის მიერ გავრცელებული აღნიშნული განცხადებიდან კიდევ ერთხელ დასტურდება:

 

1.  კ. ერაძე არის არაკომპეტენტური პიროვნება და საერთოდ არ ერკვევა კანონმდებლობაში;

 

2. კ. ერაძემ განზრახ შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება და მოსამართლე, ბ-ნ თ. ურთმელიძეს აბრალებს ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც მას არ გამოუცხადებია 3 თებერვალს;

 

3. კ. ერაძემ კიდევ ერთხელ დაარღვია კანონი და მის სარჩელზე გადაწყვეტილების გამოცემამდე ავრცელებს დაუზუსტებელ და ცრუ ინფორმაციას;

 

4. კ. ერაძე უმალავს საზოგადოებას, რომ მის სარჩელზე მოსამართლე თ. ურთმელიძეს არ გამოუტანია მის სასარგებლოდ და მისთვის მთლიანად სასურველი გადაწყვეტილება და სარჩელი მხოლოდ ნაწილობრივ - 1/3-ითაა დაკმაყოფილებული;

 

5. კ. ერაძის სარჩელზე ჯერჯერობით არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება და გადაწყვეტილების მიღებიდან 20-30 დღის შემდეგ კანონი ითვალისწინებს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას;

 

6. კ. ერაძის მიერ აღნიშნული კანონსაწინააღმდეგო ინფორმაციის გავრცელებიდან კიდევ ერთხელ ნათლად გამოაშკარავდა, რომ ეს პიროვნება ისევ აგრძელებს ცრუ ინფორმაციების გავრცელებას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ავანტიურისტისათვის დამახასიათებელი ქმედებების განხორციელებას;

 

7. საქმეზე გამოქვეყნებული გადაწყვეტილების მიღებისთანავე გამოვიყენებ კანონით მოცემულ უფლებას და სააპელაციო სასამართლოში ვიდავებ ნაწილობრივ დაკმაყოფილებული პუნქტების ბათილად ცნობაზე, რითაც საბოლოოდ დადასტურდება, რომ ყველა ჩემი გამონათქვამი არის კანონიერი და ვერანაირ პატივსა და ღირსებას ვერ შელახავდნენ კ. ერაძეს, ასე რომ ნაადრევია მისი მხარდამჭერების ნაადრევი სიხარული და მსგავსი განცხადებების გამოქვეყნება. მათსაც ვურჩევ იყვნენ ობიექტურები, ვინაიდან კანონი ყველასთვის ერთნაირია", - ნათქვამია დავითაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 


 

მოამზადა სალომე ჯანდიერმა 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016