reportiori.ge - ვახტანგ ხმალაძე: ის, რომ ივანიშვილი არაფორმალური მმართველია, არასწორი მოსაზრებაა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:35
პოლიტიკა
ვახტანგ ხმალაძე: ის, რომ ივანიშვილი არაფორმალური მმართველია, არასწორი მოსაზრებაა!
04 თებერვალი, 2016. 15:30


ივანიშვილის მიერ „ქართული ოცნების" არაფორმალური მართვის შესახებ კიდევ  ერთხელ გაკეთდა განცხადება. გუშინ პარლამენტში გოკა გაბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანას ბიძინა ივანიშვილი არაფორმალურად მართავს. ამ განცხადებას „რეპორტიორთან" საუბრისას გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე და განმარტა, რომ ეს არასწორი მოსაზრებაა:


„როგორ შეიძლება, ასე ითქვას?! თუ ვინმე ვინმეს მიმართავს რჩევისთვის, ეს არავისთვისაა გასაკვირი, ასეთი რამ ყოველთვის ხდება. ის, რომ ივანიშვილი არაფორმალური მმართველია და განსაზღვრავს ყველაფერს, მიმაჩნია, რომ არასწორი მოსაზრებაა და ასეთ პოზიციას ვერანაირად ვერ გავიზიარებ. ყველა ადამიანი მიმართავს ვიღაცას რჩევისთვის, მაგრამ მე პირადად არასდროს მიმიმართავს ბიძინა ივანიშვილისთვის. ისე, როგორც მე განვსაზღვრავ, ვისი რეკომენდაცია და რჩევა მჭირდება, ასევე თვითონ უნდა განსაზღვროს „ქართული ოცნების" თითოეულმა წევრმა, ამის სრული უფლება აქვთ", - ამბობს ხმალაძე.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016