reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილი ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:31
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
ავტორი:
04 თებერვალი, 2016. 16:28


ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ დღეს გამართულ შეხვედრაზე.


საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის საკითხებს და ხაზი გაესვა მიღწეულ შედეგებს. ყურადღება გამახვილდა  „ევროპის საბჭოსა და ევროგაერთიანების პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩოს (PCF)" ფორმატის მნიშვნელობაზე, რომელიც ითვალისწინებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში რეფორმების გატარების ხელშეწყობას და ამ ქვეყნების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას ისეთ სფეროებში, როგორიც არის ადამიანის უფლებები, დემოკრატია და სამართლის უზენაესობა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ისუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარებაზე და კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მდგომარეობაზე.


გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმღვანელს საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.


„ძალიან სასიამოვნო და ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა პრემიერ-მინისტრთან. ჩვენი დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ განვიხილეთ თანამშრომლობის საკითხები, რომლებიც კარგად მიმდინარეობს. იგულისხმება მინისტრთა კაბინეტთან და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან თანამშრომლობა. ამდენად, ჩვენ კარგი შესაძლებლობა გვაქვს, რომ მიღწეული შედეგებით დავგეგმოთ სამომავლო საქმიანობა.  ახლო მომავალში დამთავრდება მუშაობა სტასბურგში საბჭოს ახალ სამოქმედო გეგმაზე საქართველოსთვის, რაც ჩვენს ურთიერთობებს ახალ საფეხურზე აიყვანს. თანამშრომლობის მხრივ ჩვენ ისევ იმ მიმართულებებს განვავითარებთ, რაც ევროპის საბჭოს ძირითადი ღირებულებებია. მაგალითად, კანონის უზენაესობა, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, ინსტიტუტების ეფექტიანი მუშაობა", - განაცხადა კრისტიან ურსემ შეხვედრის დამთავრების შემდეგ.


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრო.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016