reportiori.ge - ჯანდაცვის სამინისტრო „ჰერცეპტინით“ ძუძუს ადრეული კიბოს მკურნალობის კურსს დააფინანსებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 14:35
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო „ჰერცეპტინით“ ძუძუს ადრეული კიბოს მკურნალობის კურსს დააფინანსებს
ავტორი:
04 თებერვალი, 2016. 16:29


საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო პრეპარატ „ჰერცეპტინით" ძუძუს ადრეული კიბოს მკურნალობის კურსს დააფინანსებს.



მისი ინფორმაციით, რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები მედიკამენტს რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 80%-იანი დაფინანსებით მიიღებენ. სერგეენკოს თქმით, რეფორმის მთავარი მიზეზი მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. მისივე თქმით, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დამატებითი შეღავათები და მედიკამენტზეც მაქსიმალური ხელმისაწვდომობა ექნებათ.


 

თბილისის მერიამ გარკვეული პერიოდის წინ მნიშვნელოვანი ინიციატივა გამოიჩინა, როდესაც ჰერცეპტინის" მწარმოებელ კომპანიასთან მოლაპარაკებები დაიწყო. ამ მოლაპარაკებებმა საშუალება მოგვცა გაგვეფორმებინა ხელშეკრულება, რომელსაც გუშინ მოეწერა ხელი. შესაძლებლობა მოგვეცა, მთელი საქართველოს მასშტაბით გაგვეხორციელებინა პროექტი, რასაც მერიამ ჩაუყარა საფუძველი. ჯანდაცვის სამინისტრო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ღირებულების 80%- აფინანსებს. პაციენტს მკურნალობა წელიწადში 50 000 ლარის ფარგლებში უჯდებოდა, ეს ღირებულება 7 000 ლარამდე შემცირდა. ნაწილი დააკლო კომპანიამ, 80%- ანაზღაურებს სამინისტრო", - განაცხადა დავით სერგეენკომ.




ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პრეპარატ „ჰერცეპტინის" მისაღებად პაციენტმა უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ფორმა 100, მედიკამენტის ღირებულების ანგარიშ-ფაქტურა, სოციალურ კატეგორიას მიკუთვნების დამადასტურებელი მოწმობის ასლები, ასევე გინეკოლოგიური და მამოლოგიური პათოლოგიების მიმართულებით სპეციალიზებული, საერთაშორისო სტანდარტის მორფოლოგიური ლაბორატორიის მიერ დადასტურებული HER-2 რეცეპტორდადებითი ადრეული ძუძუს კიბოს არსებობის თაობაზე დასკვნები.



დავით სერგეენკომ ქალბატონებს სკრინინგის შესაძლებობის გამოყენებისკენ მოუწოდა. მისივე ცნობით, დაინტერესებულმა პირებმა ინფორმაცია შეუძლიათ მოიძიონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე moh.gov.ge და ცხელ ხაზზე, რომლის ნომერია 15-05.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016