reportiori.ge - გედევან ფოფხაძე: პირდაპირ გეტყვით - ამ კანონპროექტის მიღებას არ მივესალმები!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 13:21
საზოგადოება
გედევან ფოფხაძე: პირდაპირ გეტყვით - ამ კანონპროექტის მიღებას არ მივესალმები!
04 თებერვალი, 2016. 17:16


რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე „რეპორტიორთან" საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს საკითხი ნამდვილად ბუნდოვანი და სამართლებრივად გაუმართავია. მისივე თქმით, როდესაც საკითხი ასეთ სენსიტიურ თემას ეხება, მაშინ ზუსტი ფორმულირებით უნდა დასაბუთდეს, რის გამო მოეთხოვება პასუხი კონკრეტულ პირს. პარლამენტარი მიიჩნევს, რომ ზოგადად ასეთმა ბუნდოვანმა იდეამ, შესაძლოა, რელიგიურ ნიადაგზე გარკვეული შუღლი  და წინააღმდეგობები გააჩინოს. და თუ  შესაძლებლობა  იქნება,  რომ აღნიშნული საკითხი გაიმართოს და დაკონკრეტდეს, როგორც იურისტი, ამაში მონაწილეობას მიიღებს, მაგრამ თუ ეს ვერ მოხდება, უმჯობესია, რომ ასეთი სამართლებრივი რეგულაციის მიღებისგან თავი შეიკავონ.


„როდესაც ეს ინიციატივა შევაფასეთ, კომიტეტმა დასკვნაში მაინც ჩაწერა, რომ ძალიან  ბუნდოვანი და გაურკვეველი ფორმულირებებია.

 

ზოგადად, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა - ასეთი  ცნება არსებობს, ეს  ჩვენი გამოგონილი არ არის.  მაგალითად, გერმანიის კანონმდებლობაში რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან ერთად, გამოყენებულია ტერმინები - რელიგიური მსოფლმხედველობა და ცხოვრების წესი.

 

არის საუბარი იმაზე, რომ რელიგიურ გრძნობების და მსოფლმხედველობის შეურაცხყოფა, რამაც შეიძლება  გარკვეული ზიანი გამოიწვიოს, სისხლის სამართლის წესით დასჯადია, ეს  გერმანიის კანონმდებლობაშია.

 

კონკრეტულ მაგალითს მოვიტან, როდესაც მუსლიმური მედრესეს კარზე ღორის თავი მიამაგრეს,  უბრალო ხულიგნობა რომ ნდომებოდათ, ღორის თავი კი არა,  შესაძლოან ცხენის თავი მიემაგრებინათ.  ვინც ეს გააკეთა, ზუსტად იცოდა, რომ მათთვის ღორი უწმინდური ცხოველია და ამით კონკრეტული დამოკიდებულება გამოხატა, მიზანი სწორედ მათი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა იყო. კანონით და ადმინისტრაციული სასჯელით ეს რამდენად შეიძლება გამოსწორდეს, მსჯელობის საგანია. პარლამენტში დასკვნით კომიტეტზე ამაზე მსჯელობა იქნება.  

 

ერთი მხრივ, საზოგადოებაში რელიგიური გრძნობები გარკვეული სიკეთეა. ჩვენ სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯადია რელიგიური შუღლი. თუ პირველ ეტაპზე შენ რელიგიური გრძნობების შელახვა დაიწყე, მეორეზე შესაძლოა, რელიგიური შუღლის ჩამოგდებაც მოხდეს. თეორიულად ეს შეიძლება პრევენცია იყოს რელიგიურ შუღლთან მიმართებაში, მაგრამ ის კანონპროექტი, რაც წარმოდგენილია, ცალსახად გეტყვით, რომ გაუმართავია. თუ ეს არ განიმარტება და ფორმულირებები ზუსტი არ გახდება, მიზანი მიღწეული ვერ იქნება.

 

რაც შეეხება იმას, მივესალმები თუ არა ამ კანონპროექტის მიღებას, პირდაპირ  გეტყვით, რომ  არ მივესალმები. ვფიქრობ, ამ საკითხზე  ყველა რელიგიურ წარმომადგენელთან  წინასწარ საუბარი იყო საჭირო.  

 

სასურველია, ჩვენს ქვეყანაში არსებული რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებსაც ვკითხოთ,  რამდენად სწორად მიაჩნიათ ეს იდეა. თუ საპატრიარქო  ამ ინიციატივას არ მიესალმება, ჩვენ რატომ უნდა შევთავაზოთ რაღაც სტანდარტები, რამაც შესაძლოა, პირიქით, უკურეაქცია გამოიწვიოს? დაიწყოს მსჯელობა იმაზე, როდის მოხდა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა და როდის არა,  ეს სასამრთლოს შეფასების საგანი გახდება. ეს ყველაფერი დამატებით განხეთქილებებს გააჩენს.

 

ზოგადად მიმაჩნია, რომ რელიგიური გრძნობა არის ის სიკეთე, რომელიც საზოგადოებამ უნდა დაიცვას, ამიტომ  ამ ინიციატივის წინააღმდეგ არ წავსულვარ და ვთქვით, რომ დავთქვათ დრო და შევეცადოთ, რაღაცას დავამსგავსოთ. პარალელურად დამატებითი კონსულტაციები აუცილებელია. ძალიან რთულია ასეთ საკითხზე ისეთი სწორი ფორმულირების შექმნა, რომ მერე ამასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა არ იყოს, ყველა შემთხვევაში ვიღაც ჩათვლის, რომ ეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა. ზოგადად, ეს რთული საკითხია და არ მინდა, ძალიან კატეგორიული ვიყო, რადგან საკმაოდ სენსიტიური თემაა. საზოგადოება ამას მტკივნეულად აღიქვამს. სახელმწიფოსგან ასეთი საკითხის შემოთავაზება ძალიან ფრთხილად უნდა მოხდეს, რადგან მიზანი ის არის, რომ საზოგადოებაში რელიგიურ ნიადაგზე რაიმე წინააღმდეგობა არ გაჩნდეს. თუ ამ მიზანს ვერ ვაღწევთ, მაშინ ჯობს, ასეთ სამართლებრივ რეგულაციას საერთოდ თავი დავანებოთ", -  განაცხადა გედევან ფოფხაძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016