reportiori.ge - „საქართველოს რკინიგზის“ ხელშეწყობით საბაჟო მომსახურების პროცედურა გამარტივდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 13:50
საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზის“ ხელშეწყობით საბაჟო მომსახურების პროცედურა გამარტივდა
ავტორი:
04 თებერვალი, 2016. 17:24


ს/ს ,,საქართველოს რკინიგზის" ფილიალ WBS-ს (,,ვორლდ ბიზნეს სოლუშენს"), კომერციული სამსახურებისა და საქართველოს საბაჟოს ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა ინფორმაციის ურთიერთგაცვლის ელექტრონული სისტემა.


აღნიშნული სისტემის  საშუალებით შესაძლებელი გახდა საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ ტვირთზე ელექტრონულად ინფორმაციის მიღება და ტვირთის გადაადგილების კონტროლი.


„ამიერიდან, ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლის სისტემა საშუალებას აძლევს კლიენტსა და საბაჟო სამსახურს, საბუთები გაცილებით უფრო მოკლე დროში და ნაკლები დანახარჯით გააფორმოს. აღსანიშნავია, რომ აქამდე კლიენტისა და საბაჟოს ურთიერთთანამშრომლობა საკმაოდ გრძელვადიანი პროცედურა იყო და ორივე მხარისაგან რამდენიმე ვიზიტს მოითხოვდა.  

 

საბაჟოს საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სამსახურის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ხუნდაძემ განსაკუთრებით აღნიშნა ს/ს ,,საქართველოს რკინიგზის" საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული მოქმედების მნიშვნელობა. მისი თქმით „საქართველოს რკინიგზისა" და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ტექნიკური დახმარების  პროექტების შედეგად, საქართველომ ეფექტური და მოდერნიზებული საბაჟო უწყება მიიღო.

 

საზეიმო ღონისძიებაზე  ს/ს ,,საქართველოს რკინიგზის"  ფილიალის „ვორლდ ბიზნეს სოლუშენსის" დირექტორი ლევან კუკავა, რომელიც აღნიშნული საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელი იყო, ქვეყნის საბაჟო სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის გენერალური მდივნის მიერ დაწესებული ღირსების სერთიფიკატით დაჯილდოვდა", - ნათქვამია რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016