reportiori.ge - არჩილ გამზარდია: გიორგი მაისურაძე არ უნდა მუშაობდეს უმაღლეს სასწავლებელში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 13:23
საზოგადოება
არჩილ გამზარდია: გიორგი მაისურაძე არ უნდა მუშაობდეს უმაღლეს სასწავლებელში
ავტორი:
04 თებერვალი, 2016. 18:31


ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ილიაუნის ლექტორ გიორგი მაისურაძის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ლექტორის მხრიდან „სახეზე გვაქვს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია". ამის შესახებ გამზარდია საკუთარ „facebook"-გვერდზე წერს და უფლებადამცველებს გიორგი მაისურაძის განცხადებაზე შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებს.


„სულ გაჭედეს ამათ? სახეზე გვაქვს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია. იმედია, უფლებადამცველები მოითხოვენ შესაბამისი ღონისძიებების გატარებას, ილიაუნის ადმინისტრაცია უნდა გაემიჯნოს ამას და საზოგადოებას, სტუდენტობას ბოდიში მოუხადონ. აღნიშნული პედაგოგი კი არ უნდა მუშაობდეს უმაღლეს სასწავლებელში, როგორც დისკრიმინატორი", - წერს გამხარდია.


გიორგი მაისურაძის განცხადებით, მართლმადიდებლობას იერიში მიაქვს თავისუფალ სიტყვაზე და მანამ არ მოისვენებს, სანამ მართლმადიდებლობას საბოლოოდ არ დაასრულებს.

 

„დღეს მართლმადიდებლობას იერიში მიაქვს თავისუფალ სიტყვაზე, თვითონ თავისუფლების უწმინდეს იდეაზე. არა საპატრიარქოს, არა რომელიმე მღვდელმსახურს, არა პარლამენტს და პოლიტიკურ პარტიებს, არამედ, პირველ რიგში, სწორედ - მართლმადიდებლობას, ამ შავბნელ, რუსულ, იმპერიალისტურ იდეოლოგიას. სწორედ მართლმადიდებლობა, და არა რომელიმე ორგანიზაცია ან პიროვნება, არის მთავარი წინაღობა საქართველოში დასავლური ფასეულობების საბოლოოდ დამკვიდრებისა. და ყველა მისი მიმდევარი სინათლის და პროგრესის ცნობიერი თუ გაუთვითცნობიერებელი მტერია. ამიტომ ჩვენ, ლიბერალები, საქართველოს ინტელექტუალური ელიტა, საქართველოს ჭეშმარიტი პატრიოტები, ვიბრძოლებთ ბოლომდე და ყველა კანონიერი საშუალებით, სანამ საბოლოოდ არ დავასრულებთ ამ ანტიპროგრესულ, ანტიცივილურ იდეას საქართველოში, ამ სიბნელის, აგრესიის და უძრაობის დასაყრდენს მართლმადიდებლური რწმენის სახით", - წერს მაისურაძე.

 

 


 

 

 

***

 

 

 

  

 

 

(მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016