reportiori.ge - N16 დაბალი რისკის დაწესებულებას თეატრალური კვარტეტი ესტუმრა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 13:39
საზოგადოება
N16 დაბალი რისკის დაწესებულებას თეატრალური კვარტეტი ესტუმრა
ავტორი:
04 თებერვალი, 2016. 18:53



N16 დაბალი რისკის დაწესებულებაში თეატრალური კვარტეტის წევრები მსჯავრდებულებს შეხვდნენ.  ღონისძიებაზე კვარტეტის წევრებმა საკუთარი რეპერტუარიდან სიმღერები შეასრულეს, მათ შორის მსჯავრდებულებთან ერთად, კვარტეტის შექმნის ისტორია გაიხსენეს და დაწესებულების საგანმანათლებლო კორპუსი დაათვალიერეს.


„ეს ჩვენი მეორე ვიზიტია დაწესებულებაში, პირველად  ქალთა დაწესებულებას ვესტუმრეთ და მაშინაც, როგორც ამჯერად, ძალიან ემოციური შეხვედრა გამოვიდა. ჩვეულებრივზე მეტად ვღელავდით ორივე შემთხვევაში, ალბათ იმიტომ რომ ეს ადამიანები ძალიან მონატრებულები არიან ქართულ სიმღერას, ხელოვნებას. ამიტომ ჩვენც უფრო მეტი პასუხისმგებლობით მივუდექით მათთან ერთად გატარებულ რამდენიმე საათს. ამ შეხვედრით გვინდა ვაგრძნობინოთ მათ რომ ისინი გარიყულები არ არიან", - განაცხადა თეატრალური კვარტეტის წევრმა ოთო კოვზირიძემ.


მსჯავრდებულები გუნდის სამომავლო გეგმებით  დაინტერესდნენ და  სტუმრებს ის მუსიკალური პროექტები გააცნეს, რომლებშიც თავად არიან ჩართულები, რომელიც დაწესებულებაში რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ფარგლებში ხორციელდება. ასევე, აღნიშნეს, რომ მათთვის მსგავსი ღონისძიებები ძალიან მნიშნველოვანია. 

 

„ძალიან მაღალი განწყობა მაქვს, კვარტეტის ბიჭები არა მარტო ჩემთვის, არამედ მთელი ქართული საზოგადოებისთვის სასურველი სტუმრები არიან. უნდა ვთქვა, რომ ეს დაწესებულება საკმაოდ განებივრებულია მსგავსი ღონისძიებებით. ჩემთვის თეატრალური კვარტეტის სტუმრობა განსაკუთრებით მნიშნველოვანი აღმოჩნდა, რადგან მათთან ერთად სიმღების საშუალება მომეცა. ასეთი თბილი შეხვედრები ჩვენთვის ძალიან მნიშნველოვანია, რადგან ესენი არიან ის ადამიანები, რომლებმაც თავისუფლებაზე გასვლის შემდეგ უნდა მიგვიღონ. თუ როგორები გავალთ აქედან - სწორედ ამაზე მუშაობს ჩვენი დაწესებულება მსგავსი შეხვედრების დაგეგმვით", - განაცხადა მსჯავრდებულმა.


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016