reportiori.ge - თედო ჯაფარიძე: ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო განვითარებები არის!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:17
პოლიტიკა
თედო ჯაფარიძე: ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო განვითარებები არის!
ავტორი:
04 თებერვალი, 2016. 22:20



საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს სტრატეგიულ საკითხებში, დანიელ იონიცას შეხვდა.


შეხვედრაზე, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები - თანამშრომლობის სამომავლო გეგმები და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს. ასევე, შეხვედრის მთავარი თემა იყო ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივები, პოლიტიკური ხასიათის და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კონტაქტების გაძლიერება და ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობებისა და დიპლომატიის განვითარება.


როგორც თედო ჯაფარიძემ, შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, მხარეებმა მიმოიხილეს ისეთი საკითხები, რომელიც არც თუ ისე ოპტიმისტურად გამოიყურება. ასეთად კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს რუმინეთთან ეკონომიკის სფეროში ურთიერთობა დაასახელა.


"რუმინელი კოლეგები საქართველოსგან უფრო მეტ აქტივობას ელოდებიან. ერთ წელზე მეტია არ ჩატარებულა საქართველოსა და რუმინეთს შორის ერთობლივი ეკონომიკური კომისიის სხდომა. ეს მათ აწუხებთ, ვინაიდან ახლა ვითარდება ახალი კონტაქტები ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროებში და ამ მხრივ რუმინეთი, როგორც შავი ზღვისპირა ქვეყანა ისევე, როგორც საქართველო დაინტერესებულია, რომ კავშირები მრავალმხრივი გახდეს", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ნატოსთან და ევროკავშირთან დაკავშირებულ პერსპექტივებს.


"ამ მიმართულებით იკვეთება პოზიტიური ნაბიჯები, რაც საბოლოოდ ვარშავის სამიტზე გაირკვევა. არის საკმაოდ საინტერესო განვითარებები ევროკავშირთან და ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. რუმინეთი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ევროპულ და ევროატლანტიკურ მიზნებთან. იგი კვლავ გააგრძელებს ჩვენს მხარდაჭერას", - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016