reportiori.ge - ლევან გაჩეჩილაძე: ბევრი გაურკვევლობაა, მათ „მაესტროს“ გაკოტრება გადაწყვიტეს...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 13:40
საზოგადოება
ლევან გაჩეჩილაძე: ბევრი გაურკვევლობაა, მათ „მაესტროს“ გაკოტრება გადაწყვიტეს...
ავტორი:
04 თებერვალი, 2016. 23:29



ტელეკომპანია „მაესტროს" გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე მთავარ ამოცანად „მაესტროს" გადარჩენას ასახელებს.


ჩემთვის უმნიშვნელოვანესიმაესტროს" გადარჩენაა. მინდა, ტელევიზია ინტელექტუალური, ცივილური და თანამედროვე გახდეს, - ჩემი მიზანია გუნდურობისა და კოლექტივის ერთიანი სულისკვეთების შექმნა, სოციალური ქსელებისა და სატელევიზიო რესურსის გაერთიანება და საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა, რეიტინგის ზრდა და სხვა ტელევიზიებთან ჯანსაღ კონკურენციაში შესვლა. ყველაზე მეტად - „რუსთავი 2"-თან, რომ ჯანსაღი კონკურენციის გზით, მის მიერ შექმნილი სტერეოტიპები დავანგრიო. ახალმაესტრომდე" ყველაფერი შენარჩუნდება. მერე კი, ტრანზაქცია ახალ ფორმატში მოხდება",- განაცხადა გაჩეჩილაძემ გადაცემა 2030-ში.


მისივე თქმით, ირაკლი რუხაძემ, რომელსაც დიდი ხანია, იცნობს, ფული  ასესხა და ამისთვის მადლობის მეტი არაფერი ეთქმის.


ეს კერძო სესხია და კონფიდენციალურია. ვიღაც-ვიღაცების მარჩიელობაზე, ეს თანხა რატომ გვასესხა, კომენტარს ვერ გავაკეთებ. როცა ბაია გადაბაძემაესტროსთვის" სესხს იღებდა, რატომღაც, მისი უკან დაბრუნების ვალდებულებაზე არ ფიქრობდა. საერთოდ, ეს ნონსენსია, როცა ადამიანი ორგანიზაციის გაკოტრებაზე ხელს აწერს და მერე, თავისი უფლებამოსილების შეწყვეტა უკვირს"- აღნიშნა გაჩეჩილაძემ.


მისივე თქმი, ფინანსური თვალსაზრისით, „მაესტროში" ყველაფერი ისე არ იყო, როგორც ამბობდნენ.


ჯერჯერობით, ბევრი გაურკვევლობაა. მათმაესტროს" გაკოტრება გადაწყვიტეს, რომ ძმები გაჩეჩილაძეები თამაშგარე მდგომარეობაში დაეტოვებინათ და ჩვენ ტელევიზიის გადარჩენისთვის ბრძოლა დავიწყეთ. მინდა, „მაესტროს" თანამშრომლები და საზოგადოება დავამშვიდო და ვთქვა, რომ არავითარ დაძაბულობას და კანონიერი გზიდან გადახვევას არ ვაპირებ, მაგრამ კანონზე მაღლა დგომას, არავის მხრიდან არ დავუშვებ",- აღნიშნა ლევან  გაჩეჩილაძემ 2030-ში.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016