reportiori.ge - ნინო გვენეტაძე: საბჭოს წევრებთან ჰარმონიული ურთიერთობისთვის ყველაფერს ვაკეთებ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 13:45
საზოგადოება
ნინო გვენეტაძე: საბჭოს წევრებთან ჰარმონიული ურთიერთობისთვის ყველაფერს ვაკეთებ
ავტორი:
04 თებერვალი, 2016. 23:37



„ბევრი წინააღმდეგობის, დაპირისპირებისა და კონფლიქტის შემდეგ, კოლეგიალური შეთანხმებით, ჩემი ფუნქციების შესრულებას ნამდვილად ვახერხებ",-ამის შესახებ გადაცემა 2030-ში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ განაცხადა.


ჩემს პოზიციას ვაცნობიერებ და საბჭოს წევრებთან ჰარმონიული ურთიერთობისთვის ყველაფერს ვაკეთებ. საერთო სასამართლოების სისტემაში ყველა ძირეული ცვლილება იუსტიციის საბჭოს პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული. ჩვენი სფერო სპეციფიურია და ყველა მოსამართლის პოზიციის გათვალისწინება საჭიროა. ვთვლი, რომ ჩემსა და სასამართლო კორპუსს შორის თანამშრომლობა ნამდვილად შედგა"- აღნიშნა გვენეტაძემ.


მისივე თქმით, იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების არსებული წესითაც უკმაყოფილო არ არის.


საბჭოს მოსამართლე წევრებს მოსამართლეთა კონფერენცია ირჩევს. დანარჩენ წევრებთან მიმართებაში, პრეზიდენტს და პარლამენტს თავისი კვოტები აქვთ, მაგრამ საბჭოს წევრთა რაოდენობა რაც უფრო ბევრი იქნება, მით უკეთესია. მოსამართლე წევრთა არჩევა რომ მოსამართლეთა კონფერენციას ეკუთვნის, დემოკრატიულია. თუმცა, გაუმჯობესებაზე მუდმივად უნდა ვიფიქროთ",- განაცხადა გვენეტაძემ.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016