reportiori.ge - ლევან გაჩეჩილაძე: ბაია გადაბაძის მენეჯმენტურ კვალიფიკაციას ვერ ვაღიარებ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:33
პოლიტიკა
ლევან გაჩეჩილაძე: ბაია გადაბაძის მენეჯმენტურ კვალიფიკაციას ვერ ვაღიარებ
ავტორი:
05 თებერვალი, 2016. 00:37



ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით მისი მთავარი მიზანია ტელეკომპანია „მაესტრო" კონკურენტუნარიანი გახდეს და სატელევიზიო სივრცეში ერთ-ერთი მთავარი ადგილი დაიკავოს.


„ირაკლი რუხაძემ, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობ, ფული გვასესხა და ამისთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. ეს კერძო სესხია და კონფიდენციალურია. ვიღაც-ვიღაცების მარჩიელობაზე, ეს თანხა რატომ გვასესხა, კომენტარს ვერ გავაკეთებ. ბაია გადაბაძის მენეჯმენტურ კვალიფიკაციას ვერ ვაღიარებ. როცა მაესტროსთვის სესხს იღებდა, რატომღაც, მისი უკან დაბრუნების ვალდებულებაზე არ ფიქრობდა. საერთოდ, ეს ნონსენსია, როცა ადამიანი ორგანიზაციის გაკოტრებაზე ხელს აწერს და მერე, თავისი უფლებამოსილების შეწყვეტა უკვირს." - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ გადაცემაში 2030.



„ჩემთვის უმნიშვნელოვანესი მაესტროს გადარჩენაა. მინდა, ტელევიზია ინტელექტუალური, ცივილური და თანამედროვე გავხადო. ჩემი მიზანია გუნდურობისა და კოლექტივის ერთიანი სულისკვეთების შექმნა, სოციალური ქსელებისა და სატელევიზიო რესურსის გაერთიანება და საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა, რეიტინგის ზრდა და სხვა ტელევიზიებთან ჯანსაღ კონკურენციაში შესვლა. ყველაზე მეტად - რუსთავი 2-თან, რომ ჯანსაღი კონკურენციის გზით, მის მიერ შექმნილი სტერეოტიპები დავანგრიო. ახალ მაესტრომდე ყველაფერი შენარჩუნდება. მერე კი, ტრანზაქცია ახალ ფორმატში მოხდება."

 





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016