reportiori.ge - სოსო მანჯავიძე: ისევ ჩაირთო მედია -მანქანა გაჩეჩილაძეების წინააღმდეგ, დრო უმადურობას ვერ კურნავს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 13:31
საზოგადოება
სოსო მანჯავიძე: ისევ ჩაირთო მედია -მანქანა გაჩეჩილაძეების წინააღმდეგ, დრო უმადურობას ვერ კურნავს!
ავტორი:
05 თებერვალი, 2016. 04:47


თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე  „მაესტროს" საკონტროლო პაკეტის მფლობელის, ლევან გაჩეჩილაძის შესახებ გავრცელებულ მოსაზრებას ემხიანება, იმის შესახებ, რომ გაჩეჩილაძემ ფული აიღო.


მანჯავიძის განცხადებით, საოცარია ის ფაქტი, რომ ამდენი რამის შემდეგ საზოაგდოებას კვლავს სჯერა უსაფუძვლო ბრალდებების.


რა საინტერესოა, ჩვენი ფსიქოლოგია. ნახევარმა საქართველომ დაიჯერა, რომ ლევან გაჩეჩილაძემ ფული აიღო.

 

ერთადერთი ვინც ამაზე საჯაროდ თქვა ვნახეო, ბადრი ბიწაძეა, რომელმაც შემდეგ ისიც თქვა, მე ფარდის უკან ვიდექიო.

არადა ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც მილიონერი იყო, სანამ ჩაერთვებოდა პროცესში, რამდენჯერ სცემეს, რამდენჯერ შვილი უცემეს, მათ შორის ჩემს გვერდით და თვალწინ, ვინ მოთვლის.

ცალკე ვალები ხომ დაედო.

26 მაისს, ''სახალხო კრების" აქციაზე, (რომელში შესვლისათვის, თურმე ორი მილიონი მოუთხოვია, ოღონდ მე ეს არ ვიცოდი ) ხომ კინაღამ მოკლეს.

ამ ყველაფრის მიუხედავად, უმრავლესობამ დაიჯერა, რომ მან ფული აიღო.

"თვითმხილველები" ხომ ბევრი დადიოდა ქალაქში, ოღონდ ისინი შემდეგ ნაცების კახპები აღმოჩნდებოდნენ ხოლმე, დღევანდელი "მაესტროს" მესვეურთა სიკეთის არ იყოს.

 

ისევ ჩაირთო მედია -მანქანა გაჩეჩილაძეების წინააღმდეგ.  სამწუხაროდ, ბევრი აყვა.

როგორც ჩანს, განვლილი დრო საკმარისი არ აღმოჩნდა ობიექტური შეფასებისათვის, ვინაიდან დრო ავყიაობას და უმადურობას ვერ კურნავს."- აღნიშნავს მანჯავიძე. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016