reportiori.ge - ბაია გადაბაძე: ძმები გაჩეჩილაძეები „მაესტროს“ შენობაში სამუშაოდ ვერ შევლენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 14:34
საზოგადოება
ბაია გადაბაძე: ძმები გაჩეჩილაძეები „მაესტროს“ შენობაში სამუშაოდ ვერ შევლენ
ავტორი:
05 თებერვალი, 2016. 10:30


საჯარო რეესტრი პარტნიორთა კრების მიერ „მაესტროს" გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებულ ბაია გადაბაძის მოთხოვნას, სავარაუდოდ, დღეს განიხილავს. გადაბაძე მოითხოვს, რომ საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრიროს „მაესტროს" გენერალური დირექტორის ცვლილება  იქამდე, ვიდრე პროცესთან მიმართებაში გარკვეული დეტალი ბოლომდე არ გაირკვევა.



ძმები გაჩეჩილაძეები ტელეკომპანიაში სამუშაოდ ვერ შევლენ, რადგან შენობა მათი საკუთრება არ არის. შენობა მაკა ასათიანს ეკუთვნის.
ეჭვი მაქვს, რომ კონკრეტული გავლენის მოპოვების მცდელობას უკავშირდება ეს ყველაფერი. ეს გავლენები შეიძლება იყოს პოლიტიკური, რადგან საარჩევნო წელია. თუ სტუმრად მოვა გადაცემაში ან ჩემთან მოვა სალაპარაკოდ, მას შემოუშვებენ, თუმცა, თუ ის შემოვა შენობაში, რომელიც მას არ ეკუთვნის, ტელევიზიის სამართავად, ეს უკანონო იქნება და იმედი მაქვს, არ წავა ამაზე ბატონი ლევანი", - განაცხადა ბაია გადაბაძემ.



ბაია გადაბაძე „მაესტროს" პარტნიორთა კრებამ გუშინ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა. არხის საკონტროლო პაკეტის მფლობელის, გია გაჩეჩილაძის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობას მისი ძმა ლევან გაჩეჩილაძე დაიკავებს.


 

მოამზადა ნათია ცუხიშვილმა 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016