reportiori.ge - „გიორგი კვირიკაშვილი არის ერთადერთი ყოფილი ბანკირი, ვინც თავისი რისკის ფასად გვერდით ედგა ოპოზიციურ სპექტრს“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 13:32
საზოგადოება
„გიორგი კვირიკაშვილი არის ერთადერთი ყოფილი ბანკირი, ვინც თავისი რისკის ფასად გვერდით ედგა ოპოზიციურ სპექტრს“
ავტორი:
05 თებერვალი, 2016. 10:33


„მაესტროს" ახალდანიშნული გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე ადასტურებს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და „მაესტროს" აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელ გიორგი გაჩეჩილაძეს შორის შეხვედრას და აცხადებს, რომ ეს შეხვედრა პოლიტიკურ ხასიათს არ ატარებდა. ლევან გაჩეჩილაძემ კომენტარი „მაესტროს ფაქტორში" სტუმრობისას გააკეთა.


„მე და გიორგის 30-წლიანი მეგობრობა გვაქვს, ერთ დღეს ვართ დაბადებულები. გიორგი კვირიკაშვილი აქამდე პრემიერ-მინისტრი არ იყო და გვქონდა სისტემატური შეხვედრები, დაბადების დღეების ერთად გადახდაც კი ხდებოდა. აქედან გამომდინარე დამატებით პოლიტიკურ ელფერთან დაკავშირებით კითხვები მე არ მიჩნდება.

 

გიორგი კვირიკაშვილის ჩემი სუბიექტური დახასიათება არის ის, რომ ის არის ერთადერთი ყოფილი ბანკირი, ვინც თავისი რისკის ფასად გვერდით ედგა მთელ ოპოზიციურ სპექტრს ბრძოლის განმავლობაში. მე ეს არასდროს არ მითქვამს, მაგრამ რადგან მომეცა ამის საშუალება, ვამბობ.

 

გიორგი კვირიკაშვილი არის ძალიან კვალიფიციური ადამიანი თავის სფეროში, ამასთან ერთად, ის იქნება ძალიან გამჭვირვალე და ძალიან სუფთა პრემიერ-მინისტრი. ჩვენი ვალი დღეს არის, რაც შეიძლება ხელი შევუწყოთ გიორგი კვირიკაშვილს მის განვითარებაში, იმიტომ, რომ მასზე ბევრი რამე არის დამოკიდებული საქართველოს განვითარებიდან გამომდინარე და არ დავამძიმოთ უაზრო პოლიტიკური გირებით", - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.


 

მოამზადა სალომე ჯანდიერმა 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016