reportiori.ge - დონალდ ჯენსენი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით პანკისში შეიჭრას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:40
მსოფლიო
დონალდ ჯენსენი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით პანკისში შეიჭრას
ავტორი:
05 თებერვალი, 2016. 10:54


ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის რუსეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის მკვლევარი დონალდ ჯენსენ „ამერიკის ხმის" ქართული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც „ისლამური სახელმწიფო" მებრძოლებს პანკისში წვრთნის. ჯენსენი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით პანკისში შეიჭრას.        


კითხვაზე, შეიძლება თუ არა, ეს რუსეთმა საქართველოში მორიგი შეჭრის საბაბად გამოიყენოს, ჯენსენმა უპასუხა, რომ „რა თქმა უნდა".



ამიტომაც თქვა ეს ლავროვმა. მსგავსი რიტორიკა ხალხში ერთგვარ მოლოდინებს ქმნის. ტერორიზმთან ბრძოლაში რუსეთი დასავლეთის მოკავშირეა, რაც მას გარკვეულ დაუსჯელობის სტატუსს ანიჭებს. თუ რუსეთი ამტკიცებს, რომ საქართველოში ტერორისტები არიან და ამას პანკისში შესასვლელად გამოიყენებს, მერე ყველას ეტყვის, რომ ეს ანტიტერორისტული ოპერაცია იყო. მეორე სახიფათო საკითხია კრემლის მიერ საქართველოს საშინაო საკითხებში ჩარევა, თითქოს კრემლს უფლება ჰქონდეს, ეს გააკეთოს. საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, რუსეთის საქმე არ არის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე საუბარი თუ ამას საქართველო არ სთხოვს და საქართველოს ეს არ უთხოვია", - განაცხადა დონალდ ჯენსენმა.


 

 

მოამზადა ნათია ცუხიშვილმა 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016