შვეიცარიაში გადაწყვიტეს, ყველა მოქალაქეს 2500 შვეიცარიული ფარნკი, ანუ 2250 € გადაუხადონ ყოველთვიურად, იმის მიუხედავად, ისინი მუშაობენ თუ არა. არც ბავშვები დავიწყებიათ და ბავშვებისთვის 625 ფრანკის გადახდა სურთ თვეში ერთხელ.
5 ივნისს გაიმართება საყოველთაო რეფერენდუმი, სადაც ქვეყნის მოსახლეობა გადაწყვეტს, სურთ თუ არა მათ, ყოველთვიურად 2250 € მიიღონ სახელმწიფოსგან საჩუქრად. თუ უმრავლესობას უპასუხებს „კი"-ს, მაშინ შვეიცარია გახდება მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც ყველა თავის მოქალაქეს უზრუნველყოფს კონკრეტული შემოსავლით.
ამ ინიციატივას ძირითადად ხელოვანების ჯგუფი უჭირდა მხარს და სწორედ მათი დამსახურებაა ის, რომ მალე რეფერენდუმი ჩატარდება. პოლიტიკოსები (როგორც კონსერვატორები, ისევე სოციალისტები) წინააღმდეგნი იყვნენ, იმიტომ, რომ ქვეყნის ბიუჯეტს ეს დამატებით ძალიან დიდ ხარჯად დააწყვება.
კანონპროექტის მომხრეთა მთავარი არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც ყველა მოქალაქეს გარკვეული შემოსავალი ექნება სახელმწიფოსგან, ისინი უბრალოდ ფულისთვის კი არ იმუშავებენ, არამედ იმ სამსახურს ნახავენ, რაც მათ ნამდვილად დააინტერსებთ. ასევე ამ კანონპროექტის იმპლემენტაციის შედეგად მოქალაქეები მეტ დროს დაუთმობენ საკუთარ ოჯახებს.