reportiori.ge - თბილისის მერია მასშტაბური პროექტის „ახალი ტფილისი“ განხორციელებას იწყებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 13:48
საზოგადოება
თბილისის მერია მასშტაბური პროექტის „ახალი ტფილისი“ განხორციელებას იწყებს
ავტორი:
05 თებერვალი, 2016. 11:45


თბილისის მერია, ა(ა)იპ  თბილისის განვითარების ფონდთან ერთად, მასშტაბური პროექტის -  „ახალი ტფილისი" განხორციელებას იწყებს. პროექტის პირველი ეტაპი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის მერ დავით ნარმანიასთან ერთად საზოგადოებას  ილიას ბაღში, „გარდენ ჰოლში" წარუდგინა.


პროექტი „ახალი ტფილისი" გულისხმობს ქალაქში ახალი მასშტაბური საზოგადოებრივ-რეკრეაციული სივრცეების გაჩენას, ახალი ტურისტული მარშრუტის შექმნას, მოედნების, გალერეების მოწყობას, ისტორიული უბნების არქიტექტურული იერსახის შენარჩუნებასა და განვითარებას.


პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირის, კერძოდ, აღმაშენებლის მოედნიდან  ზაარბრიუკენის მოედნამდე, მშრალი ხიდისა და ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდება. აღნიშნულ არეალში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე 47 საცხოვრებელ სახლს, სადაც უმეტესწილად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია, სრული რეაბილიტაცია, რესტავრაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. ქუჩაზე მთლიანად შეიცვლება საინჟინრო და საკომუნიკაციო ქსელები, მოეწყობა ინფრასტრუქტურა, გამაგრდება და პირვანდელი სახით აღდგება ისტორიული შენობა-ნაგებობები, განახლდება გამზირის იერსახე - საფეხმავლო და სამანქანო სავალი ნაწილის საფარი, მოეწყობა გადასასვლელები, მოპირკეთდება ქუჩა, დამონტაჟდება ახალი განათების სისტემა და მანიშნებლები, გამწვანდება ტერიტორია.


ამასთან, აღნიშნული სამუშაოების განხორციელების შემდეგ ტერიტორია სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.


რეაბილიტაციის შედეგად, დავით აღმაშენებლის გამზირის აღნიშნულ არეალში მცხოვრებ მოსახლეობას საგრძნობლად გაუუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები.


პროექტის განხორციელება გამოიწვევს ტურისტული ნაკადების ზრდას, რაც ქალაქის ეკონომიკური სიძლიერის გარანტია.


პროექტ „ახალი ტფილისის" პირველი ეტაპი 2016 წლის ბოლომდე დასრულდება.

 

 

 

 

„ბატონო პრემიერო! მინისტრთა კაბინეტის წევრებო! პატივცემულო დამსწრე საზოგადოებავ!

 

ქალბატონებო და ბატონებო! მოგესალმებით!

 

მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი, სწორედ ჩემი მერობის პერიოდში დაიწყოს ქალაქისთვის ისეთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტის განხორციელება, როგორიცაა „ახალი ტფილისი!"

 

პროექტი მართლაც რომ უნიკალურია თავისი შინაარსით, მოცულობითა და იმ სარგებლით, რომელსაც მისი განხორციელებით თბილისი, თბილისელები და დედაქალაქის თითოეული სტუმარი მიიღებს!

 

პროექტი „ახალი ტფილისი" მოიცავს თბილისის ძველი უბნების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას.

 

დიახ,  „ახალი ტფილისი" ნიშნავს ქალაქში ახალი მასშტაბური საზოგადოებრივ- რეკრეაციული სივრცეების გაჩენას, ახალი ტურისტული მოედნების-გალერეების მოწყობას, ისტორიული უბნების არქიტექტურული იერსახის შენარჩუნებასა და განვითარებას!

 

პროექტი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. უკვე მიმდინარეობს ღვინის აღმართისა   და გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია-რეაბილიტაცია. დღეს კი დაიწყო დავით აღმაშენებლის გამზირის, კერძოდ მარჯანიშვილის მოედნიდან ზაარბრუკენის მოედნამდე არსებული ტერიტორიის და  მშრალი ხიდის მიმდებარე არეალის სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია.

 

რაც შეეხება იმ მასშტაბურ სამუშაოებს, რომელიც ამ წუთებში დაიწო დავით აღმაშენებლის გამზირის 45 მისამართზე. პროექტის ფარგლებში  შენობა-ნაგებობების სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია განხორციელდება. ამასთან, მთლიანად განახლდება ყველა ტიპის საკომუნიკაციო და საინჟინრო ქსელები, მოპირკეთდება ქუჩები, დამონტაჟდება ახალი განათებები და მანიშნებლები.

 

შეიცვლება გამზირის საფეხმავლო და სამანქანო სავალი ნაწილის საფარი. მოეწყობა გადასასვლელები, ჩატარდება გამწვანების ღონისძიებები. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ აღნიშნული ტერიტორია სრულად  ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის!

 

რაც შეეხება მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიას, პროექტის ფარგლებში:

 

•         კეთილმოეწყობა 9 მარტისა და დედა ენის სახელობის ბაღები და მიმდებარე ტერიტორია;

•         აღნიშნულ ბაღებს შორის მოეწყობა მიწისქვეშა საფეხმავლო გადასასვლელი - გალერეა;

•         მოეწყობა სავაჭრო დახლები, ტერასა და მოწესრიგდება სავაჭრო საფეხმავლო ზონა.

 

აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელების ამ ეტაპზე დასაქმდება 800-მდე ადამიანი!

 

და რაც მთავარია, მოსახლეობას საგრძნობლად  გაუუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები, უძრავი ქონების ღირებულების ზრდის შედეგად, მათი სოციალური მდგომარეობაც გაუმჯობესდება!

 

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვისაც მცირეოდენი წვლილი მაინც აქვს შეტანილი ამ უაღრესად მნიშვნელოვანი საქმის წამოწყებაში;  წარმატებები ვუსურვო როგორც ქვეყნისა და დედაქალაქის მთავრობას, თბილისის განვითარების ფონდს, ასევე, თითოეულ თბილისელს აღნიშნული პროექტის განხორციელებაში!

 

პროექტი „ახალი ტფილისი" ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ქალაქის მომავალია!" - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. 

 

 

მოამზადა სალომე ჯანდიერმა 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016