reportiori.ge - პრემიერმა თბილისის მერთან ერთად აღმაშენებლის გამზირზე ის ტერიტორია დაათვალიერა, რომელსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 13:51
საზოგადოება
პრემიერმა თბილისის მერთან ერთად აღმაშენებლის გამზირზე ის ტერიტორია დაათვალიერა, რომელსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ავტორი:
05 თებერვალი, 2016. 12:23


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის მერ დავით ნარმანიასა და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად აღმაშენებლის გამზირზე ის ტერიტორია დაათვალიერა, რომელსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდება.


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ადგილობრივებსაც გაესაუბრა. მოსახლეობა მთავრობის მეთაურს საკუთარი პრობლემების შესახებ ესაუბრა. ასევე, რამდენიმე მათგანმა კვირიკაშვილს წერილიც გადასცა.



თბილისის განვითარების ფონდთან ერთად თბილისის მერია მასშტაბურ პროექტს „ახალი ტფილისის" განხორციელებას იწყებს.


პროექტის პირველი ეტაპი პრემიერმა დავით ნარმანიასთან ერთად საზოგადოებას ილიას ბაღში, „გარდენ ჰოლში" წარუდგინა.



პროექტი პირველი ეტაპის ფარგლებში აღმაშენებლის მოედნიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე, მშრალი ხიდისა და ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. აღნიშნულ არეალში დავით აღმაშენებლის გამზირზე 47 საცხოვრებელ სახლს, რომელიც უმეტესად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია, სრული რეაბილიტაცია, რესტავრაცია, რეკონსტრუქცია ჩაუტარდება.

სამუშაოები უკვე დაწყებულია.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016