reportiori.ge - ირაკლი კორძახია: ლევან გაჩეჩილაძეს „მაესტროს“ გენდირექტორად დარეგისტრირებაში ბაია გადაბაძე ხელს ვერ შეუშლის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 07:58
სამართალი
ირაკლი კორძახია: ლევან გაჩეჩილაძეს „მაესტროს“ გენდირექტორად დარეგისტრირებაში ბაია გადაბაძე ხელს ვერ შეუშლის
ავტორი:
05 თებერვალი, 2016. 12:55


„ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანია „მაესტროს" გენერალურ დირექტორად ოფიციალურად, მომავალ კვირას დარეგისტრირდება და ამაში ბაია გადაბაძის განცხადება ხელს ვერ შეუშლის", - ამის შესახებ „მაესტროს" 55%-იანი წილის მფლობელის გია გაჩეჩილაძის ადვოკატი ირაკლი კორძახია აცხადებს. როგორც კორძახიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სწორედ ამის შემდეგ შეუდგება ლევან გაჩეჩილაძე საქმიანობას.  

 

„ამჟამად ლევან გაჩეჩილაძე „მაესტროს" თანამშრომლებისთვის უკვე დირექტორია, მესამე პირებისთვის, მათ შორის ბანკებისთვის კი, ის დარეგისტრირების შემდგომ ჩაითვლება დირექტორად.

 

რეგისტრაციას გარკვეული პროცედურები სჭირდება. ჯერ საჯარო რეესტრმა უნდა დაარეგისტრიროს, შემდეგ კი - მისმა მეურვემ, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაამოწმოს რეგისტრაცია. ამის შემდეგ, ლევან გაჩეჩილაძე მესამე პირებისთვისაც გახდება „მაესტროს" გენერალური დირექტორი", - აღნიშნა კორძახიამ და განმარტა, რომ ეს პროცედურები 17 თებერვლამდე, კრედიტორთა კრებამდე უნდა მოესწროს.


ირაკლი კორძახიას განცხადებით, დარეგისტრირების შემდეგ, ლევან გაჩეჩილაძე სასამართლოს მიმართავს, რომ მაკა ასათიანის სარჩელის წარმოება ტელეკომპანიის გადახდისუუნაროდ გამოცხადებასთან დაკავშირებით შეწყვიტოს, რა პროცედურაც კრედიტორთა კრებამდე უნდა განახორციელოს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016