reportiori.ge - არსებობს თუ არა პანკისში რუსეთის შეჭრის საფრთხე? - ირაკლი სესიაშვილი პასუხობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:43
პოლიტიკა
არსებობს თუ არა პანკისში რუსეთის შეჭრის საფრთხე? - ირაკლი სესიაშვილი პასუხობს
05 თებერვალი, 2016. 15:45


საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე რუსეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის მკვლევარის დონალდ ჯენსენიმოსაზრებას, პანკისში რუსეთის შეჭრის საფრთხესთან დაკავშირებით, უსაფუძვლოს უწოდებს. როგორც სესიაშვილმა „რეპორტიორთან" საუბრისას განაცხადა, ეს მხოლოდ ანალიტიკოსის მოსაზრებაა და პანკისში რუსეთის შეჭრის საფრთხე რეალურად არ არსებობს.


„ასეთი ვარაუდები შეიძლება გამოთქვან ანალიტიკოსებმა, თუმცა, ამ ეტაპზე არ არის ნიშნები, რომ ჩვენ პირდაპირი საფრთხე დავინახოთ რუსეთის მხრიდან პანკისში რაიმე სახის ოპერაციის ჩატარებისა. ასეთი არც ინფორმაციაა, არც გადაადგილება შეინიშნება და არც სხვა დამატები მონაცემები გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ეს მოსაზრება დავადასტუროთ. ანალიტიკოსებს უყვართ ასეთი ხმამაღალი ვარაუდების გამოთქმა და ამ შემთხევვაში ეს მისი მოსაზრებაა და მივიღოთ ეს, როგორც ვარაუდი", - აცხადებს სესიაშვილი.


ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის რუსეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის მკვლევარი დონალდ ჯენსენი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი ტერორიზმის საბაბით პანკისში შეიჭრას. აღნიშნული მოსაზრება ჯენსენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით გამოთქვა, რომლის თანახმადაც, „ისლამური სახელმწიფო" მებრძოლებს პანკისში წვრთნის. 


ტერორიზმთან ბრძოლაში რუსეთი დასავლეთის მოკავშირეა, რაც მას გარკვეულ დაუსჯელობის სტატუსს ანიჭებს. თუ რუსეთი ამტკიცებს, რომ საქართველოში ტერორისტები არიან და ამას პანკისში შესასვლელად გამოიყენებს, მერე ყველას ეტყვის, რომ ეს ანტიტერორისტული ოპერაცია იყო. მეორე სახიფათო საკითხია კრემლის მიერ საქართველოს საშინაო საკითხებში ჩარევა, თითქოს კრემლს უფლება ჰქონდეს ეს გააკეთოს. საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, რუსეთის საქმე არ არის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე საუბარი თუ ამას საქართველო არ სთხოვს და საქართველოს ეს არ უთხოვია", - განაცხადა ჯენსენმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016