reportiori.ge - სოლომონ პავლიაშვილი: ფარმაცევტულ ბაზარზე კრიზისი მოთამაშეების იმპროვიზებულია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 12:49
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი: ფარმაცევტულ ბაზარზე კრიზისი მოთამაშეების იმპროვიზებულია
ავტორი:
05 თებერვალი, 2016. 14:42


ფარმაცევტული კომპანიები ბაზარზე არსებულ კრიზისზე საუბრობენ და ჩივიან, რომ მათი მოგება შემცირებულია. ამ დროს კი ბაზარზე ახალი კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია" შემოდის, რომელსაც ამბიციური გეგმები აქვს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი არიან სოციალურად ორიენტირებულები და მათი მედიკამენტები 30%-ით იაფი ეღირება არსებულ ფასებთან შედარებით.


აღნიშნულ საკითხზე საუბრობს ეკონომიკის ექსპერტი სოლომონ პავლიაშვილი:

„არანაირი კრიზისი არ არის, ეს თავად მათი იმპროვიზირებული მგონია. მათ მოგების მარჟა იმდენად დიდი აქვთ, არანაირ კრიზისზე არ არის საუბარი. თუ ლარის დევალვაციიდან გამომდინარე „წუწუნებენ", ეს უკვე სხვა საკითხია. ლარის კურსი დაეცა და იმპორტირებულ საქონელზე ფასები აიწევს, გვინდა თუ არ გვინდა. ბაზარზე კარტელური შეთანხმებები დგება. რომ ავიღოთ მაგალითად „პე-ეს-პე", მას აქვს სარეალიზაციო ქსელი, ასევე ქარხანა, სადაზღვევო კომპანია, ჯანდაცვის დაწესებულება. ეს წრე შეკრულია. ერთი ჯიბიდან ფული გადადის მეორეში. ასევე არიან სხვა ფარმაცევტული კომპანიებიც. არის მომენტები, როდესაც წამლებზე აქვთ ექსკლუზივი. არის დასახელება წამლების, რომელიც შემოაქვს მხოლოდ ერთ ფირმას და იგივე დასახელება არ აქვს მეორეს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ ეს ყველაფერი ღიად არ ჩანს, რასაკვირველია. შეიქმნა ანტიმონოპოლიური სამსახური და იმუშაონ ამ მიმართულებით", - ამბობს პავლიაშვილი.


რაც შეეხება ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანიის გამოჩენას, პავლიაშვილს მიაჩნია, რომ ახალ მოთამაშეს გაუჭირდება დამხვდურებთან ბრძოლა და მას გრძელვადიან სტრატეგიაში უნდა ჰქონდეს გათვლილი დაბალი ფასები, რათა ადგილი დაიმკვიდროს ბაზარზე.


„ფარმაცევტული კომპანიების უკმაყოფილების მიზეზი არა მგონია იყოს მხოლოდ „ჰუმანითი ჯორჯიას" ბაზარზე გამოჩენა. გასათვალისწინებელია, ახალი კომპანია როგორ იმუშავებს, რა ფასებს გაიტანს ბაზარზე. აცხადებენ, რომ ფასი იქნება  დაბალი, მაგრამ ჯერ ვნახოთ, როგორ შეძლებენ მუშაობას გრძელვადიან სტრატეგიაში. გეგმები შეიძლება აქვთ, მაგრამ უნდა შევხედოთ. ისინი ამბობენ, რომ 30%-ით იაფი ეღირება მათი პროდუქცია. ძველ მოთამაშეებს აქვთ აქციები, როდესაც გარკვეულ დღეებში მსგავსი ფასდაკლებით სთავაზობენ მედიკამენტებს მომხმარებელს. ახალი კომპანიის შემთხვევაში მთავარი იქნება, რომ მათ ეს ფასები შეინარჩუნონ ხანგრძლივ პერიოდში. მე როდესაც შევალ „ჰუმანითი ჯორჯიას" აფთიაქში და „პე-ეს-პე"-ში, აუცილებლად უნდა დავინახო განსხვავება. არსებულ ფარმაცევტულ კომპანიებს უკვე ათვისებული აქვთ რეგიონები. პატარა რაიონებში შესვლა ძალიან გაუჭირდება ახალ კომპანიას. ამისთვის მას სჭირდება დამკვიდრება, ნდობის მოპოვება. ეს ყველაფერი მენეჯმენტის ნაწილია. ძალიან ძნელია, ჩხოროწყუში ან ლაგოდეხში კონკურენცია გაუწიო „პე-ეს-პე"-ს ან სხვას, რომელიც უკვე ტრადიციულია და დამკვიდრებული", - ამბობს სოლომონ პავლიაშვილი. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016