reportiori.ge - „თუ ჩვენთან შემოვა რომელიმე მედიასაშუალების მეწილეების გადაწყვეტილებები, ვალდებული ვიქნებით, დავარეგისტრიროთ“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:42
პოლიტიკა
„თუ ჩვენთან შემოვა რომელიმე მედიასაშუალების მეწილეების გადაწყვეტილებები, ვალდებული ვიქნებით, დავარეგისტრიროთ“
ავტორი:
05 თებერვალი, 2016. 15:08


იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მაესტროსთან" დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუკი იუსტიციის სამინისტროში შევა რომელიმე კერძო კომპანიის, მათ შორის მედიასაშუალების მეწილეების მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას რეგისტრაციისას ხარვეზი არ ექნება, ვალდებული იქნებიან, ის დაარეგისტრირონ.



მისი თქმით, საჯარო რეესტრი არის სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც არეგისტრირებს კომპანიის მეწილეების მიერ დამოუკიდებლად, სახელმწიფოსგან განცალკევებით, აბსოლუტურად თავისუფლად მიღებულ და უკვე ძალაში შესულ გადაწყვეტილებებს.


კანონი არ მოიაზრებს სხვა რაიმე ტიპის გადაწყვეტილებების მხედველობაში მიღებას. შესაბამისად, თუკი ჩვენთან შემოვა რომელიმე კერძო კომპანიის, მათ შორის, მედიასაშუალების მეწილეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და ამ გადაწყვეტილებას რეგისტრაციისას არ ექნება ხარვეზი, ჩვენ ვიქნებით ვალდებული, რომ ამგვარი გადაწყვეტილება დავარეგისტრიროთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იქნება ეს მაესტრო", რუსთავი 2" თუ სხვა მედიასაშუალებები, რომ დარჩნენ ჩვენთან, დარჩნენ იმ ველში, რომელსაც ინფორმაციის გავრცელება და მოქალაქეებისთვის მიწოდება ჰქვია", - განაცხადა თეა წულუკიანმა.



მისივე თქმით, მთავრობას სხვა პრიორიტეტი არ აქვს და ყველაფერი დანარჩენი რაც ამ პრიორიტეტსა და ზოგადად საჯარო რეესტრის შესახებ კანონს მიღმა არის, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებაა, რომელსაც კომპანიის მეწილეები და პარტნიორები სახელმწიფოსგან ჩაურევლად იღებენ.




მოამზადა ნათია ცუხიშვილმა


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016