reportiori.ge - სოსო ცინცაძე: პუტინს დღეს საქართველო არ აინტერესებს, მაგრამ თუ დასჭირდა, უკან არაფერზე დაიხევს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 10:54
პოლიტიკა
სოსო ცინცაძე: პუტინს დღეს საქართველო არ აინტერესებს, მაგრამ თუ დასჭირდა, უკან არაფერზე დაიხევს!
05 თებერვალი, 2016. 15:30


„ეს მოსაზრება რეალობისგან ძალიან შორსაა", - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გამოთქმულ ვარაუდს, რომელიც პანკისში რუსეთის შეჭრის საფრთხეს უკავშირდება. მისი თქმით, დღეს საქართველო რუსეთისთვის ნაკლებად საინტერესოა და მის წინაშე რეალურად სულ სხვა პრიორიტეტები დგას. ამასთან, როგორც პოლიტოლოგმა „რეპორტიორს" განუცხადა, არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა სამეზობლოში ახალი სამხედრო ველის გახსნას მოერიდება.


„მთავარია,  რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა პრიორიტეტებად რას აღიქვამს თავის უსაფრთხობისთვის... უკანასკნელ დღეებში ძალიან გახშირდა პუტინის საჯარო გამოსვლები. ასე ხშირად და ასე ინტენსიურად პუტინი არ წარმდგარა საზოგადოების წინაშე. პუტინის გამოსვლები მიუთითებს იმაზე, რომ მთავარი გამოწვევა დღეს რუსეთისთვის, პუტინის ხედვით, ეს არის ეკონომიკური პრობლემები, სანქციები, სირია.

 

რუსეთმა ფსონი დადო სირიაზე, სადაც გარდამავალი წარმატებით ცდილობს თავისი კურსის შენარჩუნებას. გუშინწინ ჩაიშალა მოლაპარაკება სირიის საკითხზე ჟენევაში. რუსეთი ამას განიხილავს თავის წარმატებად, რადგან ეს მოლაპარაკება რუსეთისთვის მაინცდამაინც სასურველ ჭრილში არ მიმდინარეობდა.

 

ამას მოჰყვა ბავარიის პრემიერის შეხვედრა პუტინთან. ბევრი იმედით უყურებდა ამ ვიზიტს, მაგრამ არაფერი გამოვიდა - ბავარიის პრემიერმა შეხვედრის მერე განაცხადა, რომ სანქციები რუსეთის მიმართ კიდევ ძალიან დიდხანს იქნება და პირდაპირ დაუკავშირა ეს უკრაინის და სირიის მოვლენებს. ასევე, პოროშენკო განგაშის ზარს სცემს, რომ რუსეთი კვლავ ემზადება აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო შეჭრისთვის. რატომ ვსაუბრობ მე ამ ყველაფერზე - სწორედ ეს თემებია რუსეთისთვის პრიორიტეტული საკითხები დღეს. ხოლო ლავროვმა სხვადასხვა შეხვედრაზე პანკისი რომ  სიტყვის მასალად იხმარა, ეს არაფერს ნიშნავს", - აცხადებს ცინცაძე.


მისი თქმით,  რუსეთის ინტერესებში არ შედის, კიდევ ახალი ფრონტი გახსნას, განსაკუთრებით მის ახლო სამეზობლოში.


„კრემლში ჰიტლერისნაირი ავანტიურისტები არ სხედან. პუტინს ყველაფერს დავაბრალებთ, მაგრამ იმას, რომ გაუთვლელი ავანტიურისტია, არა. ის ატარებს სტალინის საგარეო პოლიტიკას: ფრთხილს, მოზომილს და სადაც შეხვდება წინააღმდეგობა, უკან იხევს. ამიტომ დღეს საქართველო მისთვის საინტერესო აღარაა. რა უნდა ქნას პანკისის ხეობაში შეჭრით? რას იზამს? იქ არიან ახალგაზრდები, სოციალურად დაუცველები; ადგება და ახალგაზრდებს დაუწყებს ხოცვას და დაპატიმრებას? ადრე პანკისში მართლაც იყვნენ „ბოევიკები" და ამას ყველა ხედავდა. დღეს კი პანკისი არის ადგილი, სადაც უსაქმოდ, უმუშევარი ბიჭები დგანან ჯგუფ-ჯგუფად. გაიგე ახლა, ვინ აპირებს ერაყში გასვლას და ვინ არა. მაგრამ თუ დასჭირდა პუტინს, ის უკან არაფერზე დაიხევს, მაგრამ დღეს მას ეს არ სჭირდება", - განაცხადა ცინცაძემ.



ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის რუსეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის მკვლევარი დონალდ ჯენსენი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი ტერორიზმის საბაბით პანკისში შეიჭრას. აღნიშნული მოსაზრება ჯენსენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით გამოთქვა, რომლის თანახმადაც „ისლამური სახელმწიფო" მებრძოლებს პანკისში წვრთნის. 


ტერორიზმთან ბრძოლაში რუსეთი დასავლეთის მოკავშირეა, რაც მას გარკვეულ დაუსჯელობის სტატუსს ანიჭებს. თუ რუსეთი ამტკიცებს, რომ საქართველოში ტერორისტები არიან და ამას პანკისში შესასვლელად გამოიყენებს, მერე ყველას ეტყვის, რომ ეს ანტიტერორისტული ოპერაცია იყო. მეორე სახიფათო საკითხია კრემლის მიერ საქართველოს საშინაო საკითხებში ჩარევა, თითქოს კრემლს უფლება ჰქონდეს ეს გააკეთოს. საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, რუსეთის საქმე არ არის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე საუბარი თუ ამას საქართველო არ სთხოვს და საქართველოს ეს არ უთხოვია", - განაცხადა ჯენსენმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016