reportiori.ge - ფრიდრიხ ნიცშეს 20 ციტატა, რომლებიც სამყაროზე სხვა თვალით შეგახედებთ - „რაც არ მკლავს, მაძლიერებს“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 10:32
სხვადასხვა
ფრიდრიხ ნიცშეს 20 ციტატა, რომლებიც სამყაროზე სხვა თვალით შეგახედებთ - „რაც არ მკლავს, მაძლიერებს“
ავტორი:
05 თებერვალი, 2016. 16:02


მოგეხსენებათ, ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფია კარგ ღვინოს ჰგავს, რომლის მიღება დიდი დოზით ნამდვილად ღირს, რათა მასში არსებული სიბრძნე გაითავისოთ.



ცხოვრების წესები

 


1. სიკვდილი საკმაოდ ახლოა საიმისოდ, რომ სიცოცხლის არ შეგეშინდეთ.


2. თუ მოქმედება გადაწყვიტეთ - ეჭვების კარი დახურეთ.


3. რაც არ მკლავს, მაძლიერებს.


4. საკუთარ თავზე ბევრი საუბარი - ნამდვილი სახის დამალვის ერთ-ერთი ხერხია.


5. თუ არც ერთი კიბე აღარ გაგაჩნია, საკუთარ თავზე აძრომა უნდა ისწავლო - სხვაგვარად მაღლა ასვლა როგორ გინდოდა?


6. ვინც დემონებს ებრძვის, უმჯობესია, სიფრთხილე გამოიჩინოს, რათა თავად არ იქცეს ურჩხულად. და თუ დიდხანს უყურებ უფსკრულს, უფსკრულიც ჩაიხედავს შენში.


7. უდიდესი მოვლენები - ეს არა ჩვენი ყველაზე ხმაურიანი, არამედ ყველაზე მშვიდი საათებია.


 

სიყვარულზე

 


8. რაც უფრო თავისუფალი და ძლიერია ინდივიდი, მით უფრო მომთხოვნია მისი სიყვარული.


9. ის, რაც სიყვარულისთვის კეთდება, სიკეთისა და ბოროტების სფეროში არ ხდება.


10. ტანჯვისგან გათავისუფლების ორი გზა არსებობს: სწრაფი სიკვდილი და ხანგრძლივი სიყვარული.


11. საპასუხო სიყვარულის შემდეგ კი არ წყდება ცალხმრივი სიყვარულის უბედურება, არამედ დიდი სიყვარულის შემდეგ.


ქალზე


12. ქალი - უფლის მეორე შეცდომაა.


13. ქალთან მიდიხარ - მათრახი წაიღე.


14. ნამდვილ მამაკაცს ორი რამ სურს: საშიშროება და თამაში. სწორედ ამიტომ ეძებს ქალს, როგორც ყველაზე საშიშ სათამაშოს.


15. მამაკაცის ბედნიერებას ჰქვია - მინდა. ქალის ბედნიერებას ჰქვია - მას უნდა.


მორალზე


16.  არსებობს გამოუსწორებელი სიცრუის ხარისხი, რომელსაც „სუფთა სინდისს" უწოდებენ.


17. რა არის კარგი? ყველაფერი, რაც დიდების გრძნობას აღამაღლებს, ძალაუფლება, გავლენა ადამიანში. რა არის სისულელე? ყველაფერი, რაც სისუსტის გამო ხდება.


18. ადამიანს იგივე ემართება, რაც ხეს. რაც უფრო მაღლა მიიწევს, სინათლისკენ, მით უფრო ღრმად გაიდგამს მიწაში ფესვებს, ქვევით, სიბნელესა და სიღრმეში - ბოროტებისკენ.


19. ადამიანი თოკია, ცხოველსა და უმაღლეს ადამიანს შორის გაჭიმული, - თოკი უფსკრულზე. ადამიანისთვის ღირებული ისაა, რომ ხიდია და არა მიზანი.


20. გრცხვენოდეს უზნეობის - კიბის პირველი საფეხურია, რომლის მწვერვალზე საკუთარი მორალის შეგრცხვება.


პენი ლეინი




წყარო: reitingi.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016