reportiori.ge - ლალი მოროშკინა: ეს „ენჯეოშნიკ-სექტანტები“ დროულად უნდა დაისაჯონ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 11:24
საზოგადოება
ლალი მოროშკინა: ეს „ენჯეოშნიკ-სექტანტები“ დროულად უნდა დაისაჯონ!
05 თებერვალი, 2016. 16:03


რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფოს" დამფუძნებელი ლალი მოროშკინა „რეპორტიორს" ესაუბრა. მოროშკინას თქმით, სამარცხვინოა, რომ ქვეყანას, რომელიც  ღვთისმშობლის წილხვედრად მოიხსენიებენ, ასეთი კანონის მიღება სჭირდება.


„სამარცხვინოა, საერთოდ ის ამბავი, რომ ქვეყანას, რომელსაც ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნად მოვიხსენიებთ, ასეთი კანონის  მიღება  სჭირდება. ძალიან კარგად მახსოვს, საბჭოურ პერიოდში ჩვენ  დისიდენტური ახალგაზრდობა ვაპროტესტებდით, რომ რუსები  ქართულ ეკლესიებს თეთრად ღებავდნენ, ამაზე ძალიან ხშირად გვქონდა გამოსვლები, ამის გამო მშობლებს ხშირად იბარებდნენ სკოლებში, პირადად ჩვენ კლასში დაგვიწვავს წითელი ყელსახვევები  და ამით იმ საბჭოურ მიდგომას ვაპროტესტებდით.  დღეისთვის კი, სამწუხაროდ, ნეოფაშისტური მიდგომა მივიღეთ. ზუსტად ისეთი, როგორიც საბჭოეთი იყო, ანალოგიური  იყო სააკაშვილის რეჟიმი და სწორედ ამან შვა ე.წ. „ენჯეოშნიკური"  სექტები, რომელთა მთავარი მიზანია, გამოიყვანონ საშუალო სქესის ადამიანი,  წარმომავლობის, რელიგიის, სამშობლოს გარეშე, რომელიც აბსოლუტურად მართვადი იქნება. ეს თეორია მსოფლიოში ძალიან ცნობილია.  საქართველოში დავით აღმაშენებელმა მუსლიმანურ უბნებში ქრისტიანებს ღორის დაკვლა აუკრძალა, რათა მუსლიმებს თავი შეურაცხყოფილად არ ეგრძნოთ.  ქვეყანაში, სადაც ტოლერანტობა არავინ უნდა გვასწავლოს,  მივიღეთ რეჟიმის ნარჩენი ადამიანები, რომლებიც უმოწყალოდ ანადგურებდნენ ყველაფერს და ებრძვიან რელიგიას.  სამწუხაროა, რომ დედა-ეკლესია ჩვენივე ხალხისგან დასაცავი გახდა. ეს ადამიანები არიან ტრანსფორმირებული, ამორფული, დეგრადირებული მასა,  რომლებიც სააკაშვილის რეჟიმმა შექმნა. ფინანსები  ჩაერიცხათ „ენჯეოებში", რათა რომელიღაც კონფესიის წინააღმდეგ იყვირონ. ვფიქრობ, დროულია, ეს ყველაფერი დასჯადი გახდეს. დიახ, მე, რომელიც ყოველთვის ტოლერანტული ვარ  ხოლმე და ადამიანების დასჯაზე საერთოდ არ ვარ ორიენტირებული, ამ შემთხვევაში მიმაჩნია, რომ  ეს „ენჯეოშნიკ-სექტანტები" უნდა დაისაჯონ. ვგულისხმობ იმას, ვინც ღიად გამოხატავს თავის ნეგატიურ გრძნობებს ნებისმიერი კონფესიის წინააღმდეგ",- განაცხადა ლალი მოროშკინამ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016