„ვითომ გამოხატვის უფლებებს იცავენ, თითქოს რელიგიურ შემწყნარებლობას ქადაგებენ და ამ დროს ჩვენს პატრიარქს ცილიმწამებლურ, მკრეხელურ ლექსებს უძღვნიან", - ამის შესახებ „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეულ ნაწილზე საუბრისას აცხადებს. როგორც მჟავანაძემ „ასავალ-დასავალს" განუცხადა, აღნიშნული ფაქტები მართლმადიდებლების შეურაცხყოფაა და კავშირი არ აქვს სიტყვის თავისუფლების გამოხატვასთან.
„საფეხბურთო კლუბი ერევნის „არარატი" აპირებდა აფხაზეთში წასვლას... სოციალურ ქსელში, პრესკონფერენციებით, ბრიფინგებით ერთი ამბავი ავტეხეთ და მივაღწიეთ იმას, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუნდი აფხაზეთში არ გაუშვა. არცერთ თანამედროვე „მებრძოლ უღმერთოს" - საია-სა და მისთანა ორგანიზაციებს ამაზე რეაქცია არ ჰქონიათ და ერევნის „არარატის" აფხაზეთში ჩასვლის სურვილი არ გაუპროტესტებიათ! ვითომ გამოხატვის უფლებებს იცავენ, თითქოს რელიგიურ შემწყნარებლობას ქადაგებენ და ამ დროს ჩვენს პატრიარქს ცილიმწამებლურ, მკრეხელურ ლექსებს უძღვნიან. არ არის ეს მართლმადიდებლების შეურაცხყოფა? ყოველი საშობაო თუ სააღდგომო ეპისტოლეს გამოქვეყნების შემდეგ უწმინდესს საპატრიარქოსთან ბინძურ აქციებს უწყობენ, რას არ ეძახიან", - განაცხადა მჟავანაძემ.
(მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა)
წყარო: „ასავალ-დასავალი"