reportiori.ge - პაატა იმნაძე: საქართველოში ზიკას ვირუსის გადამტანი კოღო ორჯერ დაფიქსირდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 11:17
საზოგადოება
პაატა იმნაძე: საქართველოში ზიკას ვირუსის გადამტანი კოღო ორჯერ დაფიქსირდა
ავტორი:
05 თებერვალი, 2016. 17:07


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ პალიტრანიუსს" განუცხადა, რომ საქართველოში ზიკას ვირუსის გადამტანი კოღო ორჯერ დაფიქსირდა. ამის მიუხედავად, საქართველოში დაავადების გავრცელების რისკი ნაკლებია, „ვინაიდან სამხრეთ ამერიკაში საქართველოს მოსახლეობა მასობრივად არ დადის".        



კოღო ბოლო სამოცი წლის განმავლობაში პირველად ორი წლის წინ, მეორედ კი შარშან დაფიქსირდა.
ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ ქვეყნის ტერიტორიაზე სხვადასხვა გადამტანებზე ზედამხედველობას და შარშანწინ აღმოჩნდა პირველად ბათუმის შემოგარენში, საბურავების ერთ-ერთ საწყობში ამ სახეობის - AEDES-ის ტიპის კოღო. ჩვენ ყოველწლიურად ვახორციელებთ ამის შესწავლას. შარშან უკვე ზუგდიდის შემოგარენში იყო ასევე საბურავების საწყობში. ხაზს ვუსვამ, რომ არც ერთ ქალაქში არ არის ეს კოღო.
პრევენციის მიზნით, უნდა მოვერიდოთ ბრაზილიაში მოგზაურობას, თუ ძალიან აუცილებელი საქმე არ გვაქვს და თუ წავალთ, უნდა წავისვათ წამალი, რომ კოღო არ მოგვეკაროს. ასევე უნდა მოვერიდოთ კოღოს გასამრავლებელი ადგილების შექმნას, მაგალითად, როგორიც არის წყლით სავსე ჭურჭელი ეზოში და ..
გაზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად ჩვენ ასევე ვიწყებთ კოღოებზე ზედამხედველობას. მთელი თბილი სეზონი მიმდინარეობს კონტროლი, თუ სად, რომელ რეგიონში რა სახეობის კოღო არსებობს. სწორედ იმიტომ, რომ დაფიქსირებულია ამ სახეობის კოღო საქართველოში, გასულ წელს მთელ საკურორტო ზონაში ძალიან ფართომასშტაბიანი სადენზიფექციო სამუშაოები ჩაატარეს სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის სამინისტრომ", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

 

 

წყარო - „პალიტრანიუსი"

 

 

მოამზადა ნათია ცუხიშვილმა


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016