reportiori.ge - ზაალ სულაკაური: ცხოვრება თავიდან რომ იწყებოდეს, ბევრ რამეს შევცვლიდი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 11:34
საზოგადოება
ზაალ სულაკაური: ცხოვრება თავიდან რომ იწყებოდეს, ბევრ რამეს შევცვლიდი!
ავტორი:
05 თებერვალი, 2016. 17:44


მხატვარი ზაალ სულაკაური „Palitra TV"-ს  რუბრიკაში  „ბლიცინტერვიუ":


„ყოველთვის მზად ვარ, ბავშვებს ჩავეხუტო, მოვეფერო, ადამიანებს ღიმილი ვაჩუქო. ყველა ბედნიერები ვიქნებოდით, გარშემო ღიმილიან სახეებს რომ ვხედავდეთ, ამიტომ ვცდილობ,  ყველას გავუღიმო და სითბო ვაჩუქო.

 

მიუხედავად იმისა, რომ მხატვარი ვარ და ბევრი ფერი უნდა მიყვარდეს, ჩემი საყვარელი ფერი ლურჯია. ჩემს ნახატებში ძირითადად ჭაობისფერ მწვანეს ვიყენებ, მაგრამ მიყვარს ლურჯი ფერი.

 

ხშირად ვამბობ, რომ მუზა ყოველთვის ხელში მიჭირავს. ვცდილობ, რომ სულ ვხატო, მაგრამ მუზა მაშინ მოდის, როცა შინაგანად კმაყოფილი ვარ. არავინ იცის, როგორია ჩემი მუზა, ის სასაცილო არსებაა.

 

ცხოვრება თავიდან რომ იწყებოდეს, პროფესიით კერამიკოსი ვარ და არ ვიქნებოდი, რადგან მერე აღმოვაჩინე, რომ ჩემი საქმე არ არის. შეიძლება, მოქანდაკეც ვყოფილიყავი, რადგან ძალიან მიყვარს ეს საქმეც. ცხოვრება თავიდან რომ იწყებოდეს, ბევრ რამეს შევცვლიდი.

 

ჩემს გაოცებასა და დიდ სიხარულს პატარა ბავშვის ბრდღვიალა თვალები და უბრალო გამოხედვა იწვევს, ის სისუფთავე, რაც პატარა ბავშვს აქვს, ზრდასრულ ადამიანებში ძალიან იშვიათადაა", - ზაალ სულაკაური.

 

 

 


წყარო: „Palitra TV", 

მოამზადა სოფო ხუგოიანმა


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016