reportiori.ge - საკრებულოს სხდომაზე მერიის ადმინისტრაციის უფროსად გიგა ნიკოლეიშვილის დანიშვნის საკითხს თანხმობა მიეცა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 11:24
საზოგადოება
საკრებულოს სხდომაზე მერიის ადმინისტრაციის უფროსად გიგა ნიკოლეიშვილის დანიშვნის საკითხს თანხმობა მიეცა
ავტორი:
05 თებერვალი, 2016. 18:33


დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ შვიდ საკითხზე იმსჯელეს. თბილისის მერის მოადგილემ გიორგი ლილუაშვილმა დეპუტატებს დედაქალაქის  მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსად გიგა ნიკოლეიშვილის დანიშვნის საკითხი წარუდგინა, რომელსაც ხმათა უმრავლესობით მიეცა თანხმობა.


საკრებულოს სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა ასევე, დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზეც იმსჯელეს, რომელთა შესახებაც ინფორმაცია დეპუტატებს მერიის შესაბამისმა საქალაქო სამსახურების უფროსებმა მიაწოდეს. მათ შორის, თანხმობა მიეცა  თბილისის მერიის მ.კეკელიძის სახელობის კალათბურთის ოლიმპიური მზადების სპორტული ცენტრისა და ა(ა)იპ „მიხეილ კეკელიძის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა კალათბურთის სასახლის" ლიკვიდაციისა და სრულიად საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიისთვის მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხებს.


საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დღესვე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულებაში განსახორციელებელ ცვლილებასა და ამავე სამსახურის საშტატო ნუსხის დამტკიცებას, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანებული ტერიტორიებისა და დასასვენებელი ადგილების მოვლა-პატრონობის წესში ცვლილების განხორციელებასაც დაუჭირეს მხარი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016