reportiori.ge - ელისო ჩაფიძე: „ნაციონალებს“ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტის ეშინიათ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:35
პოლიტიკა
ელისო ჩაფიძე: „ნაციონალებს“ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტის ეშინიათ
ავტორი:
05 თებერვალი, 2016. 18:56


ნაციონალურ მოძრაობას" რომ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტის ეშინია, ეს ჩემთვის გასაგები და საამაყოა. ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ ივანიშვილი ჩვენი ყოფილი ლიდერია. ბატონი ბიძინა ივანიშვილი არისქართული ოცნების" ლიდერი და ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, რას იფიქრობს ის ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.

თუმცა აღვნიშნავ, რომ გარკვეულ საკითხებზე მოსაზრების გამოთქმის სურვილი ხშირად არ აქვს. თუნდაც ასე იყოს, აქ ვერანაირ უკანონობას ვერ ვხედავ, ეს უბრალოდ ნაციონალური მოძრაობის" შიშებია, რომლებმაც კარგად იციან ბიძინა ივანიშვილის სიტყვის ძალა",  - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე „ნაციონალური მოძრაობის" პრეტენზიას,  რომ ბიძინა ივანიშვილი არსებულ ხელისუფლებას რეკომენდაციებსა და მითითებებს აძლევს. ჩაფიძის თქმითვე, ივანიშვილი პარტიულ გადაწყვეტილებებში არ ერევა.


 

ვერავის წარმოედგინა, მაგრამ მან მოახერხა და ნაციონალური მოძრაობა" უსისხლოდ გაისტუმრა ხელისუფლებიდან. ასე რომ, მე ლოგიკურად მიმაჩნია მათი შიში ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტის მიმართ.

 

 

ნამდვილად არ გვინდოდა, რომ ბიძინა ივანიშვილი თანამდებობიდან წასულიყო და ეს დიდი დარტყმა იყო. მან  ეს ნაბიჯი  შეგნებულად გადადაგა,  რათა ქართული ოცნებას"  და მის ლიდერებს  გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიეღოთ,  მუდმივად არ ყოფილიყვნენ დამოკიდებული მის ძალიან დიდ ავტორიტეტზე. ვთვლი, მართლაც ძალიან გმირული გადაწყვეტილება იყო და ჩვენთვის ძალიან რთული. დიახ, ბიძინა ივანიშვილი არ ერევა პარტიულ საკითხებში, განსაკუთრებით ყოველდღიურ პარტიულ საკითხებთან დაკავშირებით. ძალიანაც რომ უნდოდოდეს ვინმეს, ვერ გაიგებს, ივანიშვილის მოსაზრება როგორია, რადგან ჩვენ გვაქვს ჩვენი სტურქტურა, ეს არის პოლიტსაბჭო, ფრაქციას ჰყავს თავისი ხელმძღვანელობა და შესაბამისად, ჩვენ თვითონ უნდა გამოვძებნოთ  გზა იმისათვის, რომ მივაღწიოთ კონსესუსს.

 

ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ყოველთვის ღირებული იქნება ბატონი ბიძინას მოსაზრებები, ბევრ საკითხთან დაკავშირებით მისი მოსაზრება მეც მაინტერესებს , თუმცა, არ ვიცი...  ჩვენ პარლამენტში ხალხმა მხარი  მისი ავტორიტეტის გამო დაგვიჭირა.   ბატონი ბიძინა ჩვენს დაპირებებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას გრძნობს,  მოსახლეობის მდგომარების გამოსწორებისთვის ბევრ რამეს აკეთებს. მისი მადლიერი ვარ... მას არასდრო უცდია, ყურადღება პირად ინტერესებზე გაემახვილებინა",  -განაცხადა ელისო ჩაფიძემ.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016