reportiori.ge - თემურ წიკლაური: მინდა, როგორმე ჩემი თავი შევიმეცნო…
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 11:37
საზოგადოება
თემურ წიკლაური: მინდა, როგორმე ჩემი თავი შევიმეცნო…
ავტორი:
05 თებერვალი, 2016. 19:08


„ვნანობ, რომ მეტი დრო არ დავუთმე მუსიკასა და ხელოვნებას"-, აცხადებს თემურ წიკლაური „Palitra TV"-ს   რუბრიკაში  „ბლიცინტერვიუ".  



„ბოლო 3-4 წლის განმავლობაში დაახლოებით 20 ახალი სიმღერა მაქვს ჩაწერილი. მეუბნებიან, ამდენი კონცერტი არ არის და რატომ წერ სიმღერებსო. ჩემი პასუხი შემდეგია, კომბლეც თლიდა კომბლებს და ჭერში ალაგებდა, იქნებ გამომადგესო. მეც ვწერ და ეს სტიმულს მაძლევს.

 

მინდა, როგორმე ჩემი თავი შევიმეცნო, ძალიან მაინტერესებს, რა მინდა დედამიწაზე.

 

ვნანობ, რომ მეტი დრო არ დავუთმე მუსიკას (უფრო საოპეროს) და ხელოვნებას, ძალიან ვნანობ.

 

საკურთხეველში შესვლა სულის ძალიან დიდი შფოთვაა, ხოლო იქ ყოფნა არის სიმშვიდე. ალბათ ყველაზე დიდი სიმშვიდე იქნება, თუ შეგნებულად შევძლებ მისვლას და შებრძოლებას იმ შეუცნობელთან, რასაც გარდაცვალება ჰქვია, გონით მისვლა და არა შიშით. საშიში არაფერია.

 

მომავალ თაობას ვურჩევდი, ნუ დაწყვეტთ გულს უფროს თაობას და სხვაგან ნუ მოძებნიან  ნურაფერს, შექმნან აქ. ჩვენ ვართ არაჩვეულებრივი კულტურის მატარებლები და გვაქვს არაჩვეულებრივი ენა", - თემურ წიკლაური.

 

 

 

 

წყარო: „Palitra TV"

მოამზადა სოფო ხუგოიანმა


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016