მედიაკავშირ „ობიექტივის" მთავარი რედაქტორის ბონდო მძინარაშვილის განცხადებით დაუშვებელია მართლმადიდებლური ეკლესიისა და სხვა კონფესიების გათანაბრება.
ამის შესახებ მძინარაშვილი განცხადებას სოციალურ ქსელსი ავრელებს, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:
„რა ერთნაირი უფლებები უნდა ჰქონდეთ მართლმადიდებელ ეკლესიას და სხვა კონფესიებს? მით უმეტეს, როგორ უნდა გავუთანაბროთ ერთმანეთს საქართველოს ეკლესია და მაგალითად, იეღოვას მოწმეები ან ევანგელისტ- ბაპტისტები?
ვინც ამ იდეებს ქადაგებს, იმან არც საქართველოს ისტორია იცის და არც საქართველოს ეკლესიის დიდი დამსახურება საქართველოს და ქართველების გადარჩენაში!
ეს დეგენერაციული ნევროზით შეპყრობილები როგორ აყენებენ ერთმანეთის გვერდით საქართველოს სამოციქულო ეკლესიას და ვიღაც შარლატანი რასელის სექტას?
ამაოა ამ ახალმოდის კოხტაპრუწა ულტრალიბერალების მცდელობა, რადგან მათ შორის ყველაზე მამალი გარეწრებიც კი შვილებს ეკლესიაში ნათლავენ! თუმცა მერე პატრიარქის და სამღვდელოების ლანძღვით იკეთებენ პიარს!
აღარაფერს ვამბობ ფულს დახარბებაზე, რომლის გამოც ჩლიქებითა და კუდით ივლიან!
გაიგეთ ტუტუცებო:
საქართველო მართლმადიდებელმა ეკლესიამ გადაარჩინა! საქართველოს მეფეები და დედოფლები სარწმუნოების დასაცავად ტანჯვა-წამებასაც არ ეპუებოდნენ!
ქართველი ხალხი უფლის რწმენამ იხსნა და უფლის რწმენა გადაარჩენს მომავალშიც!
თქვენ და თქვენნაირები კი ისე გაქრებით, რომ თქვენგან ყვითელი ლაქაც არ დარჩება, ისევე როგორც უკვალოდ ქრება ძაღლის მიფსმული თოვლი!"- აღნიშნავს მძინარაშვილი.