მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა, ჯამბულ გამცემლიძე გადაცემა „პრიორიტეტში" მანჩო გიორგობიანსა და ყოფილი პოლიციელის, ლევან გვაზავას მეუღლეს, ნინო ორდენიძეს შორის მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება.
„მანჩო შემოგევლე. ეს ნაძირლები, კიდევ რომ გონორით საუბრობენ და პროტესტის გამოხატვას აპირებენ რაღაც სისულელეზე, როცა შვილები ჩაგვიწვინეს მიწაში. იმიტომ უნდა ჩაეყარათ თქვენი ქმრები ციხეში და ჩამპალიყვნენ იქ, რომ ამ ნაძირლებს ხმა ვერ ამოეღოთ.
შეეშალა კაცს და თქვა რაც თქვა, ბოდიში მოიხადა, რა ქნას მეტი. ამ ნაძირლების ქმრებმა კი შვილები დაგვიხოცეს და აქეთ იმუქრებიან კიდევ, ბოდიშის მოხდას ვინ ჩივის, დროზე მიხედეთ ამათ და ჩააგდებინეთ ენა, დასაჭერები დაიჭირეთ, თორემ ხალხის რისხვისაგან არავინ გადარჩელა და ვერც ეს უპასუხისმგებლო ჩინოვნიკები გადარჩებიან!"- წერს გამცემლიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ მანჩო გიორგობიანსა და ყოფილი პოლიციელის, ლევან გვაზავას მეუღლეს, ნინო ორდენიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.