reportiori.ge - დავით ნარმანია: ხეები არ მოიჭრება, სადაც შესაბამისი სივრცე იქნება - დავრგავთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:42
პოლიტიკა
დავით ნარმანია: ხეები არ მოიჭრება, სადაც შესაბამისი სივრცე იქნება - დავრგავთ
ავტორი:
06 თებერვალი, 2016. 03:27



„ინფორმაცია, რომ „ახალი ტფილისის" პროექტი ექვსი წლის წინ მომზადდა, სიმართლეს არ შეესაბამება."- განაცხადა  თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ 2030-ში.


მისვე თქმით, პროექტი რამდენიმე თვის წინ კომპანია "სტუდია 21-ს" დაუკვეთეს, ჩართული იყო კომპანია "ჯეოგრაფიკი" და ეს პროექტი მათმა სპეციალისტებმა მოამზადეს.


ახალი ტფილისი" დიდი პროექტია. სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეიდან დაიწყო. ეს არის პირველი  ეტაპი, რომელსაც მეორე და მესამე ეტაპიც მოჰყვება. 45 სახლიდან, რომელიც 2016 წელს განახლდება, 38 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. წლების განმავლობაში მიუხედაობის გამო, ბევრი მათგანი ნგრევის პირასაა. მოხდება მათი შენარჩუნება. გამაგრდება ავარიული სახლები, მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, ფასადები... ხეები არ მოიჭრება, პირიქით, სადაც შესაბამისი სივრცე იქნება - დავრგავთ. არც ერთი შენობა არ დაინგრევა. რეკრეაციული ზონები მოეწყობა თავისუფალ ადგილებზე. დედაენის და 9 მარტის ბაღებს შორის გალერიული ტიპის გვირაბი გავა",-აღნიშნა დედაქალაქის მერმა.


რაც შეეხება პროექტში ჩართულ კომპანიებს, როგორც ნარამანია ამბობს, კომპანიები გამჭვირვალედ, ფასთა გამოკითხვის მეთოდით შეირჩა.


ერთ-ერთი მოთხოვნა იყო - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციაზე მუშაობის გამოცდილება. შევარჩიეთ ორი კომპანია, რომლებიც თბილისსა და რეგიონებში წლების განმავლობაში მუშაობდნენ და გამოცდილი პერსონალი ჰყავთ. დასაქმდება 800 ადამიანი. სამუშაოები ორ მონაკვეთად დავყავით. განხორციელდება ყოველდღიური მონიტორინგი და კომპანიებს მოსვენების საშუალებას არ მივცემთ, რომ მოქალაქეებს განახლებული უბანი წლის ბოლომდე ჩავაბაროთ",-განახცადა ნარმანიამ.


მისივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სატრანსპორტო საკითხებზე აქტიურად თანამშრომლობენ საპატრულო პოლიციასთან.


ტერიტორია უკვე გადაიკეტა და ავტომანქანები მიმდებარე ტერიტორიებზე მოძრაობენ. თუ მოძრაობის გადართვა ნორმალურად მოხდა, ერთი მონაკვეთის დაკეტვის გადაწყვეტილებას მივიღებთ, სადაც საფეხმავლო ბილიკები და ღია კაფეები მოეწყობა, ხოლო თუ საცობები გაჩნდება, მოძრაობის სხვანაირად გადალაგების სქემაზე ვიფიქრებთ. თუმცა, ვფიქრობ, ეს არ დაგვჭირდება",- განაცხადა დავით ნარმანიამ.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016