„მგონი, ჩემი იდეა კარგია, ყველა პარტია არჩევნებზე გადავიდეს ცალკე და მერე შევქმნათ კოალიცია", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი „კვირის ქრონიკას" ესაუბრა. ჯაჭვლიანის თქმით, უახლოეს მომავალში იქნება პარტიის ყრილობა და ბევრი რამ გადაწყდება.
„ლევან ბერძენიშვილის აზრი ჩემთვის მეასეხარისხოვანია. მაგას ერთხელ რაღაცის სჯეროდა და მერე გადათქვა, მაპატიეთ, ასე არ იყო, სხვანაირად ვფიქრობდიო. მერე შევარდნაძის სჯეროდა და ეგეც გადათქვა. სააკაშვილი მოვიდა, იმისიც სჯეროდა და გადათქვა. მერე ივანიშვილი მოვიდა, არ სჯეროდა, ეგ 7 პროცენტს აიღებსო, ბოლოს დაიჯერა...
ახლა დაინიშნება დღე, როდის იქნება პარტიის ყრილობა და იქ ბევრი რამე გადაწყდება. მე მგონი, ჩემი იდეა კარგია, ყველა პარტია არჩევნებზე გადავიდეს ცალკე და მერე შევქმნათ კოალიცია", - განაცხადა ჯაჭვლიანმა.
(მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა)
წყარო: „კვირის ქრონიკა"