reportiori.ge - მერაბ ხაჩიძე: მავნე პრაქტიკამ მთლიანად ქართულ მედიაში გააჩინა დაუსჯელობის პრეტენზია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 10:29
საზოგადოება
მერაბ ხაჩიძე: მავნე პრაქტიკამ მთლიანად ქართულ მედიაში გააჩინა დაუსჯელობის პრეტენზია
ავტორი:
06 თებერვალი, 2016. 14:06


ჟურნალისტი მერაბ ხაჩიძე ტელეკომპანია „მაესტროს" დირექტორის ბაია გადაბაძის განცხადებაზე http://reportiori.ge/?menuid=3&id=88165 კომენტარს სოციალურ ქსელში აკეთებს. ხაჩიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


„ამ დღეებში „მაესტროს" გამო ატეხილი აჟიოტაჟის შეფასებისას, ისეთი მარგალიტები ცვივა, მედია მათ აკრეფას ვერ აუდის. სხვა საქმეა, რამდენად ახერხებენ ჟურნალისტები ყველაზე მსუყე ლუკმის გამორჩევას ამ ამოუწურავი „განძეულიდან".

 

აქ სასაცილო ცოტაა.

 

ცოტაა, რადგან გამოთქმული აზრებიც და კომენტარების დიდი ნაწილიც იმ დამოკიდებულების პირდაპირი ანარეკლია, რაც სახელმწიფოს მიმართ გვაქვს!

 

მართლა ძნელია, საკუთარ ყურს და თვალს დაუჯერო ბაია გადაბაძის ამ განცხადების წაკითხვისას:

 

„ბიუჯეტის მიმართ დაგროვილ დავალიანებას რაც შეეხება, ის ბოლო წელს დაგროვდა, როცა ტელევიზიაში მაკა ასათიანი ამხელა თანხებს ვეღარ აბანდებდა. ხელისუფლებამ „რუსთავი 2"-ს 23 მილიონი აპატია, „იმედს" - 16 მილიონი, დღევანდელმა ხელისუფლებამ კი, პირველ არხს - რამდენიმე მილიონი და პირველმა არხმა რატომ არ გადაიხადა გადასახადები?! თუ მეკითხებით, გადასახადებს რატომ არ ვიხდიდი, გპასუხობთ, რომ მილიონობით გადასახადი რომ მოუხსნეს ტელევიზიებს, ეს გასაკვირი არ არის. იმათთან შედარებით, მე დავალიანება კაპიკები მაქვს. გაკოტრებაზე საქმე რომ შევიტანე, ეს იმას გულისხმობს, ვალები უნდა ჩამოგაწერონ".

 

ბიუჯეტი არა, კვახი! ფულს როგორც გვინდა, დავხარჯავთ, ბიუჯეტის ვალს არ გადავიხდით და მერე კეთილი ინებოს სახელმწიფომ და ვალი ჩამოგვაწეროსო?!

 

აქვე და გულწრფელად ვამბობ: პირადად ბაია გადაბაძე და სხვაც, ვისაც მსგავსი პრეტენზია აქვს, არაფერ შუაშია! ყოფილი ხელისუფლებებისგან წლების წინათ დამკვიდრებულმა ამ მავნე, აქამდე მოქმედმა პრაქტიკამ - „ვალს გაპატიებ და ჩემი ხარ, თუ არა და - სხვისი ხარ" - მთლიანად ქართულ მედიაში გააჩინა დაუსჯელობის პრეტენზია. მასშტაბები საშიშ ზღვრამდე მიდის. საკმარისია, ვინმეს ფული შეახსენო - პოლიტიკა და მისი ჯანი - ზეწოლაზე განცხადება მზად არის! ანდა, მეტი რა უნდა მოხდეს, როცა ტელეკომპანიის დირექტორი (...და ყველა დირექტორი ასე იტყოდა) უკომპლექსოდ აცხადებს: წესი წესია და სადაც სხვა - იქაც მეო!

 

ბიუჯეტის უგულებელყოფა დანაშაულია. თანაც მძიმე დანაშაული.

 

ჰოდა, ვინც ამ დანაშაულის ლეგალიზაციას და წესად დამკვიდრებას ცუდად წავუყრუეთ თავის დროზე, ახლა გამოსავალიც ერთად მოვძებნოთ!

 

თუ უკვე გვიან არ არის!" - წერს მერაბ ხაჩიძე. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016