reportiori.ge - ალექსანდრე ქანთარია: თედო ჯაფარიძე არის „მძიმეწონიანი“ დიპლომატი, რომელიც შეიძლება პირისპირ დაჯდეს ლავროვთან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 03:44
ინტერვიუ
ალექსანდრე ქანთარია: თედო ჯაფარიძე არის „მძიმეწონიანი“ დიპლომატი, რომელიც შეიძლება პირისპირ დაჯდეს ლავროვთან
28 იანვარი, 2016. 14:45


„ნებისმიერ თემაზე ვესაუბრებით ოპოზიციას, მაგრამ გააჩნია, რამდენად რეალური იქნება მათი მოთხოვნები", - ასე ეხმაურება საპრალამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრას პრემიერთან და პრეზიდენტთან და მათ მოთხოვნას საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ. ქანთარიას თქმით, მაჟორიტარული სისტემა არ არის ქართველი მოსახლეობის პრობლემა და აღნიშნული სისტემის ცვლილება მხოლოდ რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესში შედის.


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია „რეპორტიორს" საარჩევნო სისტემის ცვლილებასა და პოლიტიკურად აქტუალურ სხვა საკითხებზე ესაუბრა:


- კოალიცია ყოველთვის მზად იქნება ნებისმიერთან სასაუბროდ, გააჩნია, რა შედეგით დამთავრდება საუბარი. რასაც ოპოზიცია ითხოვს, - გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემით არჩევნების ჩატარება, ეს არ არის საქართველოს მოსახლეობის პრობლემა. ეს სჭირდება მხოლოდ რამდენიმე პარტიას და დანარჩენები თემას არიან ჩამოკიდებულები. მაჟორიტარების შერჩევა დღეს არცერთ პარტიას თავისი შემადგენლობიდან არ შეუძლია. მათ ამის რესურსი არ გააჩნიათ. თუ მოახერხებენ ავტორიტეტული ხალხის მოძებნას, კი ბატონო. ჩვენ დავაწესეთ 50+1 პროცენტიანი ბარიერი. აუცილებელია, რომ მაჟორიტარს მაღალი ნდობა ჰქონდეს. არავითარ უსამართლობას არ აქვს ადგილი.


ჩვენ ვამბობთ, რომ კოალიციაში მოხდა კონსენსუსი და 2020 წლისთვის ეს სისტემა შეიცვლება. თუმცა, ისევ არის კითხვები. პირადად მე მიმაჩნია, რომ უკეთესი იქნებოდა კონსტიტუციის მიხედვით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებამდე არაფერი შეიცვალოს და მათი დაბრუნების შემდეგ გადავიდეთ ორპალატიან სისტემაზე. ეს მხოლოდ ჩემი პირადი აზრია.


ნებისმიერ თემაზე ვესაუბრებით ოპოზიციას, მაგრამ გააჩნია, რამდენად რეალური იქნება მათი მოთხოვნები.


- როგორ აფასებთ სერგეი ლავროვის ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციას? ლავროვი ქართველ კოლეგასთან შეხვედრის მზაობას გამოთქვამს. რა პოზიცია აქვს ქართულ მხარეს ამ საკითხზე?


- ბატონი ლავროვი არის საკმაოდ გამოცდილი, ძლიერი დიპლომატი. შემთხვევით ის არაფერს ამბობს ხოლმე. ლავროვმა განაცხადა, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობის პრობლემები უნდა გადმოვიდეს დიპლომატიურ ველზე. როგორც ჩანს, რუსეთმა დაინახა საქართველოს ხელისუფლების მცდელობა, რომ დაცხრეს ტემპერატურა და ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტა ნორმალურ, საქმიან ვითარებაში მოხდეს. ამ ყველაფერს და შეხვედრებს ჩვენ ყველანი მივესალმებით. ეს არის ჩვენი სწორი, პრაგმატული პოლიტიკის შედეგი.


შეხვედრა, ვფიქრობ, რომ აუცილებელია, თუმცა, არ ვიცი, პირისპირ რამდენად წონიანი იქნება ბატონი ჯანელიძე. ის ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ის გამოცდილება არ აქვს, რომელიც სჭირდება ლავროვთან შეხვედრას. საკმაოდ კარგად უნდა ვიყოთ მომზადებული ამ შეხვედრისთვის.


შორს ვარ იმ აზრისგან, რომ უახლოს მომავალში რუსეთი უკან წაიღებს ჩვენი ტერიტორიების აღიარებას. ეს საკითხი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, რეალურად ვისაუბროთ დიპლომატიურ ურთიერთობებზე. რაც შეეხება ვიზებსა და სხვა სახის ურთიერთობებს, ვფიქრობ, ეს შესაძლებელია და ჩვენც მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ამ ჩარჩოდან არ გამოვიდეს კრემლი.


- აქვე ლავროვმა ყურადღება გაამახვილა პანკისის ხეობაზე და განაცხადა, რომ პანკისის ხეობაში ტერორისტული საფრთხე არ გამქრალა და სწორედ ხეობაში არსებული ვითარება იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი დააწესა. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს განცხადება საფრთხის შემცველი საქართველოსთვის?


- დიახ, ლავროვმა მინიშნება გააკეთა პანკისის ხეობაში ტერორიზმის საფრთხეებისა და ტერორისტების საწვრთნელი ბაზების არსებობის შესახებ. ლავროვმა თვითონ ყველაზე კარგად იცის, რომ ასე არ არის. ამიტომ, რადგან ეს მინიშნება გააკეთა, შესაძლოა, რუსეთს უნდა, რომ ასეთი რამ მართლაც აღმოაჩინოს და შემდეგ დაუკითხავად „მოგვეხმაროს" ტერორისტების ნეიტრალიზებაში. საკმაოდ რთული და ამავე დროს ფრთხილი პოზიცია უნდა დაიკავოს ახლა ჩვენმა ხელისუფლებამ.


- როგორ შეაფასებთ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პედრო აგრამუნტის განცხადებას, სადაც მან გიგი უგულავა პოლიტპატიმრის სტატუსით მოიხსენია?


- საკმაოდ კარგად უპასუხა ბატონმა თედო ჯაფარიძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს. თედო უფრო ფრთხილი და მოზომილია ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაში ისევ დიპლომატიური, მაგრამ მკვეთრი პასუხი გასცა. თედო ჯაფარიძე არის „მძიმეწონიანი" დიპლომატი, რომელიც შეიძლება პირისპირ დაჯდეს ლავროვთან. ის არის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც შეიძლება აღიჭურვოს გარკვეული უფლებებით და მონაწილეობა მიიღოს ასეთ შეხვედრებში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016