ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიღებულ დოკუმენტში საქართველოში უფლებადამცველების დაცვის კუთხის გაუარესებულ მდგომარეობაზე გააკეთა აქცენტი. რა მდგომარეობაა უფლებადამცველთა დაცვის კუთხით საქართველოში? - „რეპორტიორის" შეკითხვას „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე პასუხობს:
„ევროპის საბჭო დაკომპლექტებულია სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებისგან. ეს დასკვნა მტკივნეულად არც უნდა აღვიქვათ, თუმცა, არასასიამოვნოა, როცა დაგდებენ ბრალს იმაში, რაც არარეალურია. იქ ასევე საუბარი იყო მედიაზე ზეწოლაზე, ეს სრული აბსურდია, საქართველოში დღეს რომ მედიაა თავისუფალი, ასე თავისუფალი ჯერ არ ყოფილა. თუ 2 მხარე სასამართლოში დავობს, რა შუაშია აქ პოლიტიკა? რაც შეეხება უფლებადამცველის ცემის ფაქტს, ეგრე ამერიკაშიც და სხვა ქვეყნებშიც ხდება გამონაკლისი შემთხევევბი, მთავარია, ჩვენ დავგმეთ. მაგრამ ერთი კონკრეტული შემთხვევის გამო, რომ ვიღაცას თავს დაესხმენ და ეს აღვიქვათ ისე, რომ საქართველოში ადვოკატებს დევნიან, ამას თავად ნაციონალებიც ვერ იტყვიან. ამასთან, „ევროპის სახალხო პარტიასა" და „ნაციონალურ მოძრაობას" შორის არის ალიანსი და არც უნდა გვიკვირდეს ეს მიდგომები... კი, არის გარკვეული პრობლემები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, მაგრამ არა ისეთი, რომ ეს რეზოლუციებში და დასკვნებში აისახოს", - აცხადებს მჟავანაძე.