reportiori.ge - მილტონ ჰეიგი: ქართული რაგბის მომავალი საიმედო ხელშია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:19
სპორტი
მილტონ ჰეიგი: ქართული რაგბის მომავალი საიმედო ხელშია
ავტორი:
06 თებერვალი, 2016. 18:48


საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, გერმანიის ეროვნულ ნაკრებთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ავჭალის მედიადარბაზში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქართული რაგბის მომავალი საიმედო ხელშია.


მისი თქმით, კმაყოფილია ახალგაზრდა ქართველი მორაგბეეების თამაშით.



მათ ნაკრების სტაჟიან წევრებთან ერთად დასახულ მიზანს თავი კარგად გაართვეს. მიზნად მეტოქის წნეხის ქვეშ მოქცევა გვქონდა დასახული და მიუხედავად იმისა, რომ პირველ 15 წუთში ბევრი შეცდომა დავუშვით, ეს მაინც მოვახერხეთ. ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს და ადრინდელ ნათქვამს კვლავ გავიმეორებ - ჩვენი რაგბის მომავალი საიმედო ხელშია!

ამის გარდა, გუნდის ლიდერებსაც გამოვარჩევ. ზოგადად, იდეალურია მოდელი, როდესაც გუნდში ახალი ტალანტები ასაკიან ლიდერებზე არიან მორგებულნი. ფაქტია, დღეს ამ მოდელმა გაამართლა. ჩვენი მიზანია, დინამიური თამაში პრაქტიკაში ვისწავლოთ.

დიდი იმედი მაქვს, რომ ტრავმირებული მორაგბეები პორტუგალიასთან თამაშისას შემოგვიერთდებიან", - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

 


საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა გერმანიის ნაკრები ანგარიშით 59:7 დაამარცხა და ევროპის ერთა თასზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016