reportiori.ge - რამაზ საყვარელიძე: ჩნდება კითხვა, რა უნდა რუსულ მხარეს?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 04:11
პოლიტიკა
რამაზ საყვარელიძე: ჩნდება კითხვა, რა უნდა რუსულ მხარეს?
06 თებერვალი, 2016. 19:17



„სერგეი ლავროვი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე ამახვილებს ყურადღებას. რამდენად შესაძლებელია რუსულ მხარესთან დიპლომატიური ურთიერთობა და რა გამოწვევებისთვის უნდა იყოს მზად ქართული ხელისუფლება?", - „რეპორტიორის" მიერ დასმულ შეკითხვას ექსპერტი რამაზ საყვარელიძე პასუხობს:

 

„იმდენჯერ წამოვიდა რუსეთის მხრიდან ეს შეთავაზება და ისეთ დონეებზე, რომ თავისთავად ჩნდება კითხვა, რა უნდა რუსულ მხარეს? იმაზე ორიენტაციის აღება, რომ რუსულ მხარეს ქართველებთან ურთიერთობა ადარდებს, ალბათ არ ღირს, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს ურთიერთობა უკვე არსებობს. ბაზარი გაიხსნა, მიმოსვლა აღდგა და ა.შ. მაგრამ რუსეთს სწორედ პოლიტიკურ დონეზე ურთიერთობა სჭირდება, ამ განცხადებების საფუძველზე. რა დგას ამის უკან, ძნელი სათქმელია, მაგრამ თუ ეს არ გაიშიფრა, ისე ურთიერთობა არ ღირს. ქართულმა მხარემ უნდა დაითვალოს რუსეთის ინტერესები, საკუთარი ინტერესები. ეს ინტერესი შეიძლება იყოს მინიმალური, რუსეთს უბრალოდ სურდეს, მსოფლიოს აჩვენოს, რომ ქართულ მხარეს ჩამოართვა ხელი და ყველაფერი კარგად აქვს პოლიტიკურ ჭრილში ჩვენთან. ეს რეჟიმი საქართველოსთვის, ბუნებრივია, მიუღებელია. მაგრამ, თუ რუსულ მხარეს რამე სერიოზული პოლიტიკური წინადადებები აქვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, მაშინ, რა თქმა უნდა, დიალოგი შეიძლება შედგეს. ეს არ ნიშნავს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას. ეს უბრალოდ არის ურთიერთობა საიმისოდ, რომ რიგი საკითხები მოგვარდეს ისე, რომ ოდესმე შესაძლებელი გახდეს ურთიერთობის აღდგენა. სანამ ტანკები არიან ცხინვალში, მანამდე ლაპარაკი დიპლომატიურ ურთიერთობაზე, ალბათ, არცერთი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის მისაღები არ იქნება", - აცხადებს საყვარელიძე.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016