პარტნიორთა კრების მიერ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებულმა ბაია გადაბაძის განცხადებით 8 თებერვლიდან ტელეკომპანია "მაესტრო" წარწერის გარეშე იმაუწყებლებს. მისი თქმით აღნიშნული გადაწყვეტილება 4 თებერვალს მიიღო და ბრძანებაც ამავე დღეს გასცა.
"ბაჩო კიკაბიძეს ეს ლოგო ჩემთვის სარგებლობის უფლებით ჰქონდა გადმოცემული, ამ მენეჯმენტისთვის და დაფუძნებლების იმ კონფიგურაციისთვის, რაც იყო და ვიცოდი, რომ სხვა შემთხვევაში ის ამის წინააღმდეგი იქნებოდა. ამიტომ მე მივეცი ჩემს თანამშრომლებს მითითება, რომ ორშაბათს მოხსნან ლოგო ეთერიდან. ეს არის ჩემი ბოლო კანონიერი ბრძანება, რაც აქ გავეცი. წარწერა "მაესტრო" ეთერში არ იქნება და ცისფერი ბურთი დარჩება.
ტელეკომპანია "მაესტროს" აქციების საკონტროლო პაკეტს ამ დროისთვის გია გაჩეჩილაძე ფლობს. გენერალური დირექტორის თანამდებობაზე რეესტრით კვლავ ბაია გადაბაძეა, ხოლო საკონტროლო პაკეტის მფლობელი გია გაჩეჩილაძე გენერალურ დირექტორად თავისი ძმის, ლევან გაჩეჩილაძის დანიშვნას გეგმავს.
წყარო: „interpressnews"