ტაივანში ძლიერ მიწისძვრას 7 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 155-მა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. გარდაცვლილთა შორის 10 წლის ბავშვია. ტაივანის ერთ-ერთ უმსხვილეს ქალაქ ტაინანში რამდენიმე შენობა ჩამოინგრა, მათ შორის 17-სართულიანი საცხოვრებელი სახლი. ზოგიერთი ნაგებობა კი გადაიხარა. მაშველებმა 220-ზე მეტი ადამიანის ნანგრევებიდან ამოყვანა შეძლეს.
მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 4 საათზე მოხდა, როდესაც მოსახლეობის უმეტესობას სახლებში ეძინა. მიწისძვრის სიმძლავრე 6,4 მაგნიტუდას შეადგენდა. ეპიცენტრი კი მიწისქვეშ 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, პირველ ბიძგს კიდევ ხუთი განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგი მოჰყვა.
კუნძული ტაივანი სეისმურად აქტიურ რეგიონში მდებარეობს. ბოლოს ძლიერი მიწისძვრა ტაივანში 1999 წელს მოხდა, რა დროს 2300 ადამიანი დაიღუპა.
წყარო:"2030.news"