reportiori.ge - პოლონეთში ქართული რესტორანი წლის საუკეთესო რესტორნად დასახელდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 10:36
საზოგადოება
პოლონეთში ქართული რესტორანი წლის საუკეთესო რესტორნად დასახელდა
ავტორი:
06 თებერვალი, 2016. 23:34



ვარშავაში მდებარე ქართულმა რესტორანმა „წლის საუკეთესო რესტორნის" გამოკითხვაში გაიმარჯვა.  კონკურსში ქართულ რესტორანს მეტოქეობას იტალიური და სამი პოლონური სამზარეულო უწევდა. 



,,10 წელია ეს ნომინაცია არსებობს. კონკურსში გამარჯვების მოპოვება ჩვენთვის დიდი პატივია. სამი დიპლომი წამოვიღეთ მე და ჩემმა შვილმა. უცხო ქვეყანაში ამხელა წარმატების მიღწევა ჩვენი რესტორნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პოლონეთში კარგი გარემოა შექმნილი და ოჯახური ბიზნესის განვითარებას ხელს არაფერი უშლის. ადგილობრივებს კი ქართული სამზარეულო განსაკუთრებით მოსწონთ და შესაბამისად, სტუმრების რაოდენობაც დღითიდღე იზრდება. პოლონეთში რესტორნის გახსნა მხოლოდ ბიზნესი არაა. ვცდილობთ, ქართული კულტურა და ტრადიციული კერძები საუკეთესო კუთხით ვაჩვენოთ აქაურ საზოგადოებას, ფინანსური მოგება ამ ყველაფერს თავისთავად ახლავს"- აღნიშნა რუსიკო თურქისტანიშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას. 

რესტორანი ,,რუსიკო," სადაც ამჟამად 5 ქართველია დასაქმებული, ვარშავაში 2015 წლის 9 აპრილს დავით თურქისტანიშვილმა გახსნა. სახელი დედის პატივსაცემად შეურჩია, რომელიც ამავდროულად რესტორნის შეფმზარეულიცაა. დავით თურქისტანიშვილი 15 წელია, რაც პოლონეთში ცხოვრობს და ვიდრე საკუთარ რესტორანს გახსნიდა, ამ სფეროში წლების განმავლობაში მუშაობდა. 



სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესო რესტორნებს გამოკითხვის საფუძველზე პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდტირაჟიანი და მასშტაბური გამოცემა „ვიბორჩა" ასახელებს. 

 

 

 

წყარო: "BusinessPressNews"


 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016