reportiori.ge - მამუკა ღლონტი: გია გაჩეჩილაძეს დამფუძნებლებისგან წილის გაყიდვის უფლება შეზღუდული ჰქონდა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 10:32
საზოგადოება
მამუკა ღლონტი: გია გაჩეჩილაძეს დამფუძნებლებისგან წილის გაყიდვის უფლება შეზღუდული ჰქონდა!
ავტორი:
07 თებერვალი, 2016. 00:34


 

„მაესტროს" თანადამფუძნებელი მამუკა ღლონტი ტელეკომპანია „იმედის" ეთერში  აცხადებს, რომ დღეს ტელეკომპანიაში დავა ძირითადად „მაესტროს" ბრენდზე მიმდინარეობს. მისივე თქმით არსებობს ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გია გაჩეჩილაძეს ჰქონდა ვალდებულება გადმოეცა თავისი წილი დამფუძნებლებისთვის. გაჩეჩილაძემ არ ისურვა ამის გაკეთება და ამის საფუძველზე  სარჩელი შეტანილი აქვთ სასამართლოში.



„ბაჩო კიკაბიძემ „მაესტროს" სავაჭრო ნიშანი დაირეგისტრირა არა მხოლოდ თავისი საკუთარი სახელით, არამედ მას ჰქონდა საუბარი ჩვენთანაც, ანუ იმ ადამიანებთან ვისი ავტორობითაც დაერქვა ამ კომპანიას „მაესტრო". შესაბამისად, ჩვენგან აქვს ლეგიტიმაცია, რომ გააკეთოს ასეთი ქმედებები.

ხოლო ის საკითხი „მაესტრო 24" ტელეკომპანია „მაესტროს"ეკუთვნის თუ არა,  სიხშირე არ შეიძლება ვინმეს საკუთრებაში იყოს, სიხშირე შესაძლებელია ლიცენზიით გაიცეს, ვინაიდან ის სახელმწიფოს საკუთრებაშია და თუკი ვინმეს კონკრეტული პრობლემა შეიძება წარმოეშვა შეუძლია სასამართლოში იჩივლოს.

არსებობს ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გია გაჩეჩილაძეს ჰქონდა ვალდებულება გადმოეცა თავისი წილი დამფუძნებლებისთვის. მან არ ისურვა ამის გაკეთება და ამის საფუძველზე გვაქვს სარჩელი შეტანილი სასამართლოში.  გია გაჩეჩილაძეს დამფუძნებლებისგან წილის გაყიდვის უფლება შეზღუდული ჰქონდა.

ამ ეტაპზე დავები სასამართლოში მიმდინარეობს, „მაესტროს" სახელის მფლობელი სხვა კომპანიაა, შენობისა და აპარატურის ნაწილი მაკა ასათიანს ეკუთვნის, აპარატურის ნაწილი კი არის ვალის ვალდებულებაში და თუ ამ ლოგიკით ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ გია გაჩეჩილაძემ შეიძინა 50 მილიონიანი ვალი", -განაცხადა მამუკა ღლონტმა.



წყარო: „ქრონიკა"



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016