reportiori.ge - დავით ნარმანია: დღეს ახალი თბილისის ახალი ერა იწყება! (ფოტოკოლაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 11:06
საზოგადოება
დავით ნარმანია: დღეს ახალი თბილისის ახალი ერა იწყება! (ფოტოკოლაჟი)
ავტორი:
07 თებერვალი, 2016. 01:26



"დღეს ახალი თბილისის ახალი ერა იწყება" - ამის შესახებ ქალაქის მერმა დავით ნარმანიამ "ახალი ტფილისის" პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა. პროექტის ფარგლებში 45 შენობა-ნაგებობა სრულად იქნება რესტავრირებული. 

 


"ეს არის რეაბილიტაცია აღმაშენებლის გამზირის, მაჯანიშვილის მოედნიდან ზაარბრუკენის მოედნამდე. იქ სადაც გამაგრებაა საჭირო, გამაგრდება შენობები, მოწესრიგდება ფასადები, მიმდებარე ტერიტორიები გამწვანდება, კეთილმოეწყობა, თუმცა მხოლოდ შენობა-ნაგებობებს არ ეხება აღმაშენებლის გამზირზე დაგეგმილი სამუშაოები. ასევე მოხდება მიწისქვეშა კომუნიკაციების სრულად გამოცვლა, მოეწყობა ტროტუარები, დაიგება გზის საფარი და რაც ყველაზე მთავარია, ეს სივრცეები იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის. პროექტი მხოლოდ აღმაშენებლის გამზირს არ მოიცავს, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაც ამ პროექტის შემადგენელი ნაწილია.

 


მოწესრიგდება დედაენის ბაღი, 9 მარტის ბაღი, ამ ბაღებს შორის კავშირი მოხდება სპეციალური გვირაბის და გალერიის მოწყობით. ასევე მოეწყობა დახლები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იქ დგანან და სხვადასხვა სახის ნივთების რეალიზაციით არიან დაკავებულები. ხიდი და მიმდებარე შენობა ნაგებობი სრულად იქნება აღდგენილი. მართლაც მასშტაბურ და მნიშვნელოვან პროექტთან გვაქვს საქმე. ამ მოსამზადებელ სამუშაოების 200-მდე ადამიანი იყო 
ჩართული. სამუშაოების პროცესი 800-მდე ადამიანი დასაქმდება. ამასთან, აღმაშენებლის გამზირის გარკვეული ნაწილი, კერძოდ, ფოსტის ყოფილი შენობიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე შესაძლოა მხოლოდ საფეხმავლო გახდეს. "ეს საბოლოოდ გადაწყდება მას შემდეგ, რაც მარშუტები გადალადგება ალტერნატიულ ქუჩებზე. მშენებლობის პერიოდში გარკვეული შეზღუდვები ტრანსპორტის გადაადგილებაზე იქნება და ესეც გვიჩვენებს თუ რამდენად გადალაგდება ტრანსპორტი სხვა პარალელურ ქუჩებზე. საფეხმავლო ნაწილზე განთავსდება ღია კაფეები ", - განაცხადა ნარმანიამ.

 


აღმაშენებლის რეაბილიტაციას ის სამშენებლო კომპანია განახორციელებს, რომელმაც გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები წინა წლებში განახორციელა. თბილისის მერიის ინფორმაციით, "თბილისის განვითარების ფონდის" მასშტაბურ პროექტზე "ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის" წევრი კომპანიები "ინ-სი" და "დაგი" იმუშავებენ. რეაბილიტაციის დასრულება 2011 წლის ბოლოს იგეგმება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო: „ambebi.ge"


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016