reportiori.ge - საპატრიარქო შს მინისტრს მიმართავს თხოვნით, გამოუყოს დაცვა გიორგი ტატიშვილს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 10:46
საზოგადოება
საპატრიარქო შს მინისტრს მიმართავს თხოვნით, გამოუყოს დაცვა გიორგი ტატიშვილს
ავტორი:
07 თებერვალი, 2016. 15:01



საქართველოს საპატრიარქო შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს თხოვნით მიმართავს, მოქალაქე გიორგი ტატიშვილს, რომელმაც ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, უსაფრთხოების მიზნით, დროულად გამოუყოს დაცვა.


საპატრიაქროს განცხადებას „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:


როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ საქართველოს მოქალაქე გიორგი ტატიშვილმა (იგი ამჟამად ამ სახელით არის დარეგისტრირებული) საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომელიც საბოლოო მიზნად ისახავს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას.

 

იგი თვითონ არის ლგბტ საზოგადოების წარმომადგენელი და მათი უფლებადამცველი.

 

მოგეხსენებათ, ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი (განურჩევლად ეროვნებისა და რწმენისა) როგორ უარყოფითად არის განწყობილი ასეთ კანონთან მიმართებაში. ამიტომაც არის საშიშროება იმისა, რომ გარკვეული ძალების მიერ ეს მდგომარეობა იქნას გამოყენებული პროვოცირებისათვის და გიორგი ტატიშვილის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას.

 

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის დასაგმობია და ყოვლად მიუღებელი მისი ეს ნაბიჯი (მით უმეტეს კანონის მიღება), მიუღებელია ძალადობრივი ქმედებაც, და, რა თქმა უნდა, ძალადობის უმძიმესი ფორმით გამოვლენა.

 

ამიტომაც თხოვნით მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, გაითვალისწინოს აღნიშნული და გიორგი ტატიშვილს, უსაფრთხოების მიზნით, დროულად გამოუყოს დაცვა", - წერია განცხადებაში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016