reportiori.ge - ირმა ინაშვილი: მართალი და მტყუანი, მებრძოლი და კურდღელი დღეს ერთ ტაფაზე შიშხინებს...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:43
პოლიტიკა
ირმა ინაშვილი: მართალი და მტყუანი, მებრძოლი და კურდღელი დღეს ერთ ტაფაზე შიშხინებს...
ავტორი:
07 თებერვალი, 2016. 21:42



„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი წინა ხელისუფლებასა და „ნაციონალური მოძრაობის" თანამდებობის პირებს იხსენებს, რომლებიც დღესაც დაუსჯელები დადიან „ქართული ოცნების" დაპირების მიუხედავად.


ინაშვილის თქმით,  2012 წლის ოქტომბერში აზრადაც კი ვერ გაივლებდა, რომ წინა რეჟიმის ძალოვები, რომლებიც საზოგადოებას მწარედ უსწორდებოდნენ, დღეს დაუსჯელები იქნებოდნენ.


 

„სოციალური ქსელი ყოველდღიურად გვახსენებს, სად ვიყავით და რა შინაარსის პოსტებს ვავრცელებდით ბოლო წლების მანძილზე. დავიჯერო, ერთი ცალი მშვიდი დღე არ მქონია, აქციის, მიტინგის, დარბევის, წართმევის, უსამართლობის... სტრესის და ნერვების გლეჯის გარეშე?  მქონდა...  2012 წლის ოქტომბერში იყო ეს დღე.

 

მაგრამ მაშინ ფიქრადაც კი ვერ გავივლებდი, რომ ბოროტი რეჟიმის ბოროტი თავები ამავე რეჟიმის მსხვერპლად გამოცხადდებოდნენ. ასეთი კოშმარული აზრი რომ გაგიჩნდეს, მინიმუმ კოხტა კოდუა უნდა იყო. გავიგეთ, ქართველი ხალხი აწამებდა მეგის ქარდავას! ქართველი ხალხი აუთოვებდა ვანო მერაბიშვილს! ქართველ ხალხს ჰყავდა უგულავა დამწყვდეული ვირთხებით სავსე ორმოში! ქართველი ხალხია დამნაშავე! დამნაშავე ვართ, რომ ამ მარაზმს ვიტანთ.

 

მართალი და მტყუანი, შავი და მწვანე, მებრძოლი და კურდღელი დღეს ერთ ტაფაზე შიშხინებს... თუმცა, რომელ ერთ ტაფაზე?! ტაფაზე სწორედ მებრძოლი და მართალი ხალხი იხრუკება, ხოლო ვაზელინმომარაგებულები, ასევე, სადისტ-მანიაკები თავს გადასარევად გრძნობენ. ეჰ, ოცნებაო, ჩემო... ძველო, საბანი კარგად ამოუკეცე მორიგ უმანკოსა მას- მურუსუძეს, არ გაცივდეს. მერე უკვირთ, რატომ არ სძინავს ნახევარ საქართველოსო. ამ უკიდეგანო  უსამართლობასა და განურჩევლობაში ცხოველი ვერ დაიძინებს, არა თუ ადამიანი."- აღნიშნავს ინაშვილი. 


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016