reportiori.ge - რუსუდან შარაძე: უღრმესი მადლობა გელა დუმბაძეს! მან დააფასა გურამ შარაძის ღვაწლი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 11:03
საზოგადოება
რუსუდან შარაძე: უღრმესი მადლობა გელა დუმბაძეს! მან დააფასა გურამ შარაძის ღვაწლი!
ავტორი:
07 თებერვალი, 2016. 22:52



გურამ შარაძის ქალიშვილმა რუსუდან შარაძემ გადაცემაში „მემკვიდრეობა" ლევილის მამულის საქართველოსთვის დაბრუნების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ პროცესში, რომელიც წარმატებით სრულდება გურამ შარაძეს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის.


რუსუდან შარაძემ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს,  გელა დუმბაძეს გურამ შარაძის ღვაწლის დაფასებითვის მადლობა გადაუხადა.



„მადლობას მოვახსენებ გელა დუმბაძეს. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება მაგალითი მთავრობის ყველა წევრისთვის. გელა დუმბაძემ ახსენა და დააფასა მამაჩემის ღვაწლი ამ საქმეში, რაც ძალიან იშვიათობაა.

 

მესმის, რომ მკვლელობაზე ვერ ლაპარაკობენ სხვადასხვა მიზეზების გამო, მაგრამ ლევილს რაც შეეხება და არა მარტო ლევილს, მამაჩემის ღვაწლის იგნორირება და მისი განვლილი გზის არ დაფასება მემგონი ბოროტებაზე მეტია. ეს არის უსუსური ცდა, არ დაფასება იმისა, რასაც საქართველოს ისტორიიდან ვერ ამოიღებენ.

უღრმესი მადლობა ბატონ გელა დუმბაძეს."- განაცხადა რუუსუდან შარაძემ.  



„საფრანგეთში, ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის პროცესი დასასრულს უახლოვდება და შეიძლება ძალიან კარგი რეზულტატი მივიღოთ", - ამის შესახებ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე აცხადებს.



გელა დუმბაძემ აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში საფრანგეთში გაიმართება კომისიის სხდომა, რომელიც ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემაზე მუშაობს. კომისიაში შემადგენლობაში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი შევიდა.


„მიღწეულია შეთანხმება ლევილის მამულის მოწყობის შესახებ, რომელიც ვილა მედიჩის ტიპის ორგანიზაციად იქნება წარმოდგენილი, სადაც მუდმივი როტაციის პრინციპით, ქართველ მაგისტრანტებს, დოქტორანტებს საშუალება ექნება ქართულ-ფრანგული კულტურულ, სამეცნიერო თემებზე გააკეთონ მოხსენებები, დისერტაციები. ეს არის 5 ათასი კვ. ევროპის შუაგულში", - განაცხადა გელა დუმბაძემ და აღნიშნა, რომ ამ ყველაფერში უდიდესი ღვაწლი გურამ შარაძეს მოუძღვის, რომლის არ დაფასებაც დაუშვებელია.



 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016